დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 742 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 18/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.023.013.779 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.779
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №742
2009 წლის 16 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის №347 ბრძანებით (სსმ III, 27.04.06, №58, მუხლი 763) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „ქონების“ სახეობის გათვალისწინებით, მიუხედავად მისი ღირებულებისა, შესაძლებელია „ქონების“ რეალიზაცია „სააგენტოს“ მიერ სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) ან მესამე პირების მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი ამოწმებს დოკუმენტაციის წარმოდგენის სისწორეს. თუ დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვერ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში.“.
3. მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აუქციონში გამარჯვებულს „სააგენტოს“ ანგარიშზე შეაქვს ფულადი თანხა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გაიტანოს ქონება შესაბამისი საწყობიდან ან საცავიდან.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები