„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 377/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 18/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.776
  • Word
377/ნ
16/11/2009
სსმ, 141, 18/11/2009
470.230.000.22.035.013.776
„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.776

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №377/ნ

2009 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანების (სსმ III, 24.03.2009წ., №35, მუხლი 412) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში (2009 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2009 წლის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 16 082 400 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

    

პროგრამა “ბავშვზე ზრუნვა“

ბიუჯეტი (ლარებში)

16 082 400

1

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

4 923 700

2

ბავშვთა ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

55 980

3

ქვეპროგრამა „ჩვენი სახლი

420 000

4

დღის ცენტრების ქვეპროგრამა

400 000

5

მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

190 800

6

ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამა

54 000

7

ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

88 200

8

ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა

72 000

9

განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

2 423 000

10

უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის ქვეპროგრამა

20 000

11

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

7 374 720

12

პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა

60 000

“.

2. მე-12 მუხლის მე-4 პუნ ტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს შშმ პირთა დღის ცენტრისა (არა უმეტეს 700 ბენეფიციარზე) და სათემო ორგანიზაციის (არა უმეტეს 70 ბენეფიციარზე), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით დამტკიცებული ფორმების, ვაუჩერების დაბეჭდვას, აგრეთვე ამავე ბრძანებით დამტკიცებულ ვადებში გაცემას შემდეგი პირობებით:

ი.ა) შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში ბენეფიციარის განთავსებაზე, მომსახურების გამწევის შერჩევაზე, განთავსების ვადაზე და ამ მომსახურების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს რეგიონული საბჭო (2009 წლის შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ბენეფიციარების სათემო ორგანიზაციაში განთავსების შესახებ მომსახურების მიღების ადგილის მიხედვით რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება განხილვის გარეშე). მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი სათემო ორგანიზაციის ადგილმდებარეობის მიხედვით ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის გამოყენებისათვის შესაბამის ღონისძიებებს (ბენეფიციარის განთავსებას/შეცვლას და მომსახურების გამწევი პირისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე ვაუჩერის იმავე თვის ტალონის გადაცემას). შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის ტიპის მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:

ი.ა.ა) ქ. თბილისი – არა უმეტეს 17 ბენეფიციარისა;

ი.ა.ბ) ქ. სიღნაღი – არა უმეტეს 23 ბენეფიციარისა;

ი.ა.გ) ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფ. გრემი – არა უმეტეს 30 ბენეფიციარისა;

ი.ბ) შშმ პირთა დღის ცენტრში ბენეფიციარის განთავსებაზე, განთავსების ვადაზე და ამ მომსახურების შეწყვეტაზე გადაწყვეტილებას, სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე იღებს რეგიონული საბჭო. შშმ პირთა დღის ცენტრის ტიპის მომსახურების მისაღებად უპირატესი უფლებით ისარგებლებენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომლებსაც ვაუჩერის გაცემის დღისათვის ყველაზე უფრო დაბალი სარეიტინგო ქულა აქვთ. თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დღის ცენტრის ტიპის მომსახურებით სარგებლობდნენ 2009 წელს. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ვაუჩერის გაცემის დღისათვის არ აღემატება 100 000-ს, აგრეთვე რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების შშმ ბავშვებს გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ სრულად (შშმ პირთა დღის ცენტრის ვაუჩერის ერთ ტალონზე დღიური ხარჯი შეადგენს 10 ლარს. თვეში ასანაზღაურებელი თანხა ერთ ტალონზე გაიანგარიშება დღიური ხარჯის ნამრავლით თვის კალენდარულ დღეთა (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) რაოდენობაზე), ხოლო იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ვაუჩერის გაცემის დღისათვის არის 100 001-დან 120 001-მდე, გაწეული მომსახურება დაუფინანსდებათ 70 პროცენტით. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გამწევი პირის შერჩევას/შეცვლას, ბენეფიციარის განთავსებას და მომსახურების გამწევი პირისათვის ყოველი თვის 10 რიცხვამდე ვაუჩერის იმავე თვის ტალონის გადაცემას. შშმ პირთა დღის ცენტრის ტიპის მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:

ი.ბ.ა) ქ. თბილისი – არა უმეტეს 256 შშმ ბავშვისა და 150 შშმ პირისა;

ი.ბ.ბ) ქ. ქუთაისი – არა უმეტეს 15 შშმ ბავშვისა და 40 შშმ პირისა;

ი.ბ.გ) ქ. რუსთავი – არა უმეტეს 30 შშმ ბავშვისა;

ი.ბ.დ) ქ. ბათუმი – არა უმეტეს 25 შშმ ბავშვისა;

ი.ბ.ე) ქ. გორი – არა უმეტეს 35 შშმ ბავშვისა;

ი.ბ.ვ) ქარელი – არა უმეტეს 15 შშმ ბავშვისა;

ი.ბ.ზ) თერჯოლა – არა უმეტეს 15 შშმ ბავშვისა;

ი.ბ.თ) სამტრედია – არა უმეტეს 10 შშმ ბავშვისა;

ი.ბ.ი) ზესტაფონი – არა უმეტეს 20 შშმ ბავშვისა;

ი.ბ.კ) ოზურგეთი – არა უმეტეს 25 შშმ ბავშვისა;

ი.ბ.ლ) თელავი – არა უმეტეს 24 შშმ პირისა;

ი.ბ.მ) გურჯაანი – არა უმეტეს 40 შშმ პირისა;

ი.გ) შშმ პირთა დღის ცენტრისა და სათემო ორგანიზაციის ტიპის მომსახურების მიწოდების მსურველმა პირებმა განაცხადი 2009 წლის 21 ნოემბრამდე უნდა წარადგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც განაცხადს უნდა დაურთოს მომსახურების გაწევისას გამოყენებულ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია და მომსახურების პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებათა აღწერილობები. ამ პირების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამასთან, ერთ შშმ პირთა დღის ცენტრში (ობიექტის ერთ მისამართზე) მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 10-ის და არა უმეტეს 40 შშმ ბავშვის ან შშმ პირისა.“.

3. მე-12 მუხლის მე-5 პუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 4 923 700 ლარი, შემდეგი ცხრილის მიხედვით:

 

ქვეპროგრამა

ხარჯები (ლარებში)

საქონელი და მომსახურება

2 138 900

სოციალური უზრუნველყოფა (რეინტეგრაციის შემწეობა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება)

2 609 000

არაფინანსური აქტივების ზრდა

175 800

                                                                                                                                                                 “.

4. 22-ე მუხლის მე-5 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 7 374 720 ლარი, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

ხარჯები (ლარებში)

დაწესებულებათა ხელშეწყობის კომპონენტი

1 029 094

სსიპ – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი

766 920

სსიპ – მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი

232 427

სსიპ – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

187 495

სსიპ – სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

324 621

სსიპ – საგურამოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

166 991

სსიპ – წალენჯიხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

210 076

სსიპ – ტაშისკრის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

176 890

სსიპ – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

149 797

სსიპ – თბილისის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

312 507

სსიპ – ასპინძის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

240 940

სსიპ – ბათუმის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

228 090

სსიპ – სურამის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

177 824

სსიპ – რუსთავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

160 587

სსიპ – თელავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

291 699

სსიპ – ზუგდიდის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

194 350

სსიპ – კოჯრის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

287 178

სსიპ – დუშეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

157 167

სსიპ – მესტიის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

130 194

სსიპ – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

161 220

სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „მომავლის სახლი“

224 710

სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „სათნოება“

170 030

სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონი“

165 951

სსიპ – წყნეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

442 190

სსიპ – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი

111 511

სსიპ – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრი

93 451

სსიპ – ეწერის ბავშვთა დღის ცენტრი

90 970

სსიპ – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება

170 640

სსიპ – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულება

319 200

                                                                                                                                                             “.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი