„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 213
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 141, 18/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.774
  • Word
213
16/11/2009
სსმ, 141, 18/11/2009
040.030.000.22.027.013.774
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.013.774

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №213

2009 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ზ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის:

ზ.ა) გაცემის (შეცვლის) შესახებ განცხადების მიღება და განხილვა;

ზ.ბ) დამზადება;

ზ.გ) დაინტერესებული პირისთვის გადაცემა.“.

2. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;“.

3. „ი1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი1) მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოსთვის გადასაგზავნად საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე დაინტერესებული პირების განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების მიღება;“.

4. 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით იღებენ „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილთა განცხადებებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ, რომლებსაც უგზავნიან აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიულ სამსახურებს პირადობის მოწმობის დასამზადებლად. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ასევე ახორციელებენ აღნიშნული წესით დამზადებული პირადობის მოწმობების გადაცემას დევნილებზე.“;

5. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აბაშის, ადიგენის, ასპინძის, ახალგორის, ახმეტის, ბაღდათის, ბორჯომის, გარდაბნის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, დმანისის, დუშეთის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, თეთრიწყაროს, თიანეთის, კასპის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ონის, საგარეჯოს, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, სიღნაღის, ტყიბულის, ფოთის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წალკის, წყალტუბოს, ხონის, ხარაგაულის, ხაშურის, ხობის, ქობულეთის, ქედის, ხულოს, შუახევის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ზ.ბ“ და „ი3“ ქვეპუნქტებისა) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“;

6. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს აფხაზეთის სამსახური ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე1“, ვ“, „ზ1“, ი”, „ი1“, „ი2“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი