დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და გაცემის შიდასაუწყებო წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 28 სექტებრის №607 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 772 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 141, 18/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.120.000.22.038.013.771 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.22.038.013.771
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის ბრძანება №772
2009 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და გაცემის შიდასაუწყებო წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 28 სექტემბრის №607 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და გაცემის შიდასაუწყებო წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 28 სექტემბრის №607 ბრძანებაში (სსმ III, 30.09.2009, №118, მუხ.1363) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თანდართული შიდასაუწყებო წესი.“.
3. ბრძანებას დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„11 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) ცენტრალური აპარატის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმა (დანართი №1).
12. დამტკიცდეს სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმა (დანართი №2).“.
4. ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შიდასაუწყებო წესი“.
5. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) გაცემის ძირითად პრინციპებს, მოთხოვნებსა და პროცედურებს.
2. ამ წესში ძირითადი ტერმინები გამოყენებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მნიშვნელობით. ამ წესის მიზნებისთვის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა ქვეშ იგულისხმება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურეები და ამავე ბრძანებულების მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
6. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეზე მოწმობის გაცემის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) მკაცრი აღრიცხვიანობა;
გ) სამსახურებრივი კონტროლისადმი ქვემდებარეობა.“.
7. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
1. მოწმობის გასაცემად აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) საჯარო მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი თანამდებობა ან ამავე ბრძანებულების მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა;
ბ) საჯარო მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ან დისციპლინური წარმოება;
გ) მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს მიღებული დადებითი დასკვნა საცეცხლე მომზადების სპეციალური კურსების გავლისას;
დ) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს განცხადება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნითა და იმის მითითებით, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს სამინისტროს კუთვნილი იარაღისა თუ მის საკუთრებაში არსებული იარაღისთვის;
ე) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის შესატყვისი იარაღის მის საკუთრებაში შენახვის უფლებით გაფორმების დამადასტურებელი შესაბამისი საბუთის პირველი პირი და მისი ასლი – თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს მის საკუთრებაში არსებული იარაღისთვის;
ვ) საჯარო მოსამსახურეს წარდგენილი უნდა ჰქონდეს სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის შესატყვისი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში შესაბამისი რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის პირველი პირი და მისი ასლი – თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება სურს მის საკუთრებაში არსებული იარაღისთვის.
2. საკუთრებაში არსებული იარაღისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების და აღნიშნული სტატუსის მოხსნის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე წერილობით უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს.“.
8. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4
ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული საბუთები საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსი) მიერ წარედგინება სამინისტროს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი), ხოლო ამავე ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების მიერ (პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის გარდა) წარედგინება პრობაციის ეროვნული სამსახურის ადმინისტრაციულ სამმართველოს.“.
9. ბრძანებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61
1. ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ წარდგინებას პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის სახელზე წარადგენს პრობაციის ეროვნული სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წარდგინება დაკმაყოფილებულად ჩაითვლება პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მიერ წარდგინების დადებითი რეზოლუციით ვიზირების შემდეგ. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის დადებითი რეზოლუციით ვიზირებული წარდგინება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის საფუძველია.“.
10. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურება სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეების მიმართ ხორციელდება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემით.“.
11. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
1. სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) აწარმოებს სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეეების სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:
ა) უფლების დადასტურების თარიღი და ნომერი;
ბ) საჯარო მოსამსახურის სახელი და გვარი;
გ) საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სტატუსი ან/და სპეციალური წოდება;
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), ნომერი, კუთვნილება;
ე) მითითება იმ თანამდებობის პირის ვინაობასა და თანამდებობრივ სტატუსზე, რომლის ხელმოწერითაც არის დადასტურებული უფლება;
ვ) უფლების დადასტურების სამოქმედო ვადა;
ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
თ) მითითება სამინისტროსადმი შესაბამისი მოწმობის კუთვნილების შესახებ;
ი) მონაცემები ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე;
კ) მონაცემები შესაბამისი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;
ლ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი უფლებამოსილი მოხელის ვინაობა, თანამდებობრივი სტატუსი და ხელმოწერა.
2. პრობაციის ეროვნული სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველო აწარმოებს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეებისთვის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს, რომელშიც აისახება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა_ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები.
3. ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შიდა რეესტრის მონაცემები ექვემდებარება სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) 7 დღის ვადაში წარდგენას, სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეებისთვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების ერთიან რეესტრში შესაყვანად.“.
12. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს სისტემაში თანამდებობის შეცვლის შემთხვევაში, თუ ახალი თანამდებობა გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით ან წარმოადგენს ამავე ბრძანებულების მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას და თანამდებობრივი სტატუსი ექვემდებარება შესაბამის მოწმობაში ასახვას;“.
13. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მოწმობა ექვემდებარება მოწმობის გამცემი ორგანოს მიერ ჩამორთმევას, თუ:
ა) პირი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო;
ბ) საჯარო მოსამსახურის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) საჯარო მოსამსახურის მიმართ დაწყებულია დისციპლინური წარმოება;
დ) პირს მოწმობა მიღებული აქვს არასწორი ან არასრული მონაცემების (საბუთების) საფუძველზე, აღნიშნულის გამოვლენის შემთხვევაში;
ე) პირი შედის (შევიდა) სხვა ქვეყნის სამსახურში;
ვ) დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასასვლელად (საქართველოს მოქალაქეობის დასაკარგავად);
ზ) საჯარო მოსამსახურეს აღარ უკავია სამინისტროს სისტემაში შესაბამისი თანამდებობა.“.
14. ბრძანების დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა‘‘.
15. ბრძანებას დაემატოს დანართი №2 შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა (გარდა პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა


1. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა (გარდა პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის წითელ პლასტიკურ ბარათს საიდენტიფიკაციო ნომრით, რომლის ზომაა 8,7სმX5,5სმ.
2. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა (გარდა პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას;
ბ) დაკავებული თანამდებობის დასახელებას;
გ) საჯარო მოსამსახურის ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ);
დ) მოწმობის ნომერს;
ე) საჯარო მოსამსახურის სახელსა და გვარს;
ვ) საჯარო მოსამსახურის სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) მითითებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების თაობაზე;
თ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის (პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსი) ხელმოწერას;
ი) საჯარო სამსახურის ბეჭედს;
კ) მოწმობის გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;
ლ) დამცავ წარწერას (ინგლისურ ენაზე აბრევიატურას – MCLA);
მ) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ სპეციალურ ბეჭედს აბრევიატურით „იტუ“;
3. მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე და გამოისახება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ემბლემა.
4. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა (გარდა პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭედი არის წითელი ფერის ოვალი, რომელშიც ამოტვიფრულია ასონიშნები „იტუ“ (სიტყვების „იარაღის ტარების უფლება“ აბრევიატურა) და იგი გამოიყენება მხოლოდ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ მოწმობაში.
5. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა (გარდა პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების შესახებ კეთდება სპეციალური ჩანაწერი შემდეგი ფორმით:
„აქვს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“.“.
მუხლი 2.
1. სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – პრობაციის ეროვნულ სამსახურს დაევალოს უმოკლეს ვადაში საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა (გარდა პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობების შესაბამისი რაოდენობის დამზადების ორგანიზება.
2. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – პრობაციის ეროვნული სამსახურის ადმინისტრაციულმა სამმართველომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა (გარდა პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემა და აღრიცხვა განახორციელოს ამ ბრძანებისა და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების ყველა მოთხოვნის დაცვით.
3. სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – პრობაციის ეროვნული სამსახურის ადმინისტრაციულმა სამმართველომ ამ ბრძანების გამოცემიდან სამ სამუშაო დღეში უზრუნველყოს ამ ბრძანების დამოწმებული ასლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის 41 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეთა (გარდა პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსისა) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის ნიმუშების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები