დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 734 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 13/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.013.766 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.766
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №734
2009 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებით (სსმ III, 29.12.05, №152, მუხლი 1682) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საბიუჯეტო ორგანიზაციები ყოველი თვის 25 რიცხვამდე საოპერაციო დეპარტამენტში და რეგიონალურ ხაზინებში (შემდგომში – მომსახურე ხაზინა) წარადგენენ მომავალი თვის სამუშაო კვირების მიხედვით განაწილებულ მოსალოდნელ ხარჯებზე ინფორმაციას.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) წარმოდგენილ საგადახდო მოთხოვნებს არეგისტრირებს წარმოდგენის რიგითობის მიხედვით და დადგენილი წესით წარადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში.“;
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
,,11. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი ამოწმებს საგადახდო მოთხოვნებს და წარმოდგენის რიგითობის მიხედვით სამუშაო კვირის განმავლობაში ხარჯების ყოველდღიური დასაშვები მოცულობების ფარგლებში გზავნის ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტში.“.
4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტი აყალიბებს საგადახდო დავალებებს და გასანაღდებლად გზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკში.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 16 ნოემბრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები