„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 732
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 13/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 21/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.764
  • Word
732
13/11/2009
სსმ, 140, 13/11/2009
010.240.030.22.033.013.764
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.764

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №732

2009 წლის 13 ნოემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის  10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებით (სსმ III, 16.10.07, №144, მუხლი 1602) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5.

კანდიდატების განცხადებები სტაჟირების გავლის შესახებ დაწესებულებაში წარედგინება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) ყოველდღე 10 სთ-დან 18 სთ-მდე (გარდა დასვენებისა და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებისა).“.

2. დანართი №1-ის მე-12 პუნქტის 12.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი

 საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი

 იურიდიული დეპარტამენტი

 ადმინისტრაციული დეპარტამენტი

 მინისტრის აპარატი

 საბიუჯეტო დეპარტამენტი

 ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი

 საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი

 საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

 დავების განხილვის სამსახური

 ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახური.“.

3. დანართი №1-ის მე-12 პუნქტის 12.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეი რედაქციით:

„12.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატი

 საოპერაციო დეპარტამენტი

 ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი

 სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი

 ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტი

 ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტი

 აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტი

 ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“.

    მუხლი 2.

  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 16 ნოემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი