დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 731 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 140, 13/11/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.033.013.763 |
სახელმწიფო სარეგისsტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.763
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №731
2009 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის №315 ბრძანებით (სსმ III, 29.05.09, №65, მუხლი 720) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტროში კონკურსსა და ატესტაციას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრები და სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საჯარო მოსამსახურე (კომისიის მდივანი) (შემდგომში – კომისიის მდივანი).“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 16 ნოემბრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები