,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 730
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 13/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.760
  • Word
730
13/11/2009
სსმ, 140, 13/11/2009
010.320.040.22.033.013.760
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.760

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №730

2009 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის� დამტკიცების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის� დამტკიცების შესახებ� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 8 იანვრის №5 ბრძანებიით (სსმ III, 14.01.08, №4, მუხლი 60) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესში� შეტანილ იქნ ს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ,,მუხლი 5

გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მინისტრი სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადების საფუძველზე.

��� მუხლი 6

კანდიდატმა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2).�.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. განსაკუთრებულ შემთხვევაში სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარდგინებით მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს პრაქტიკის ვადა 6 თვემდე.�.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10

1. პრაქტიკანტს უფლება აქვს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.

2. მინისტრი ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე პრაქტიკანტის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ.�.

4. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14

სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ.�.

5. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.�.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 16 ნოემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი