„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 376/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 140, 13/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.757
  • Word
376/ნ
12/11/2009
სსმ, 140, 13/11/2009
470.230.000.22.035.013.757
„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.757

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №376/ნ

2009 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის №119/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„2009 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 25 მარტის 119/ნ ბრძანების (სსმ III, 36, 25.03.09, მუხლი 419) პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 17-ში  –„რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი, რომელიც ხორციელდება ვაუჩერის საშუალებით „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, დაზღვეულსა და მზღვეველს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად და ვაუჩერის პირობების თანახმად, მოიცავს:

გ.ა) სასწრაფო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობების დროს – 100%-ით;

გ.ბ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას – 100%-ით;

გ.გ) ოჯახის ექიმის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას – 100%-ით;

გ.დ) ამბულატორიული მომსახურების (სპეციალისტის კონსულტაცია, ამბულატორიული დიაგნოსტიკა) ხარჯების ანაზღაურებას – 100%-ით;

გ.ე) ამბულატორიული მომსახურებისას დანიშნული მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას 100%-ით:

გ.ვ) სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას 100%-ით.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი

„რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამისთვის 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები განისაზღვრა 20 684 000 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტი

თანხა

1.

რეფერალური დახმარება

1 600 000

2.

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და საქართველოში

 ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების  ხელმძღვანელთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

468 360

3.

სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სხვა განსაზღვრული შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი

17 910 640

4.

საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურება

300 000

5.

საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა

400 000

6.

ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი

5 000

 

სულ

20 684 000

                                                                                                                                                             “.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ა. კვიტაშვილი