დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 665 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 09/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.010.000.22.026.013.747 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.013.747
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №665
2009 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 29.01.2007წ., №11, მუხ. 116) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირება და სამსახურებრივი შემოწმება, კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი;“
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს „ზ“ – „ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ზ) გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება და განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
გ) მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაკისრებულ ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს ინსპექტირების და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მეშვეობით, აგრეთვე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებით.“
3. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ვ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის სამმართველო.
ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება.“
4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალების დადგენილი წესით აღრიცხვა და გარკვეული ვადით მათი შენახვის უზრუნველყოფა;“.
5. მე-4 მუხლს დაემატოს მე-7-მე-9 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„7. ელექტრონული და ვიდეოკონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული შენობისა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის ვიდეოკონტროლი;“
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამოქალაქო ოფისის მოსამსახურეთა სამსახურში გამოცხადების/გამოუცხადებლობის ელექტრონული და ვიდეოკონტროლი;
გ) სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებსა და ტერიტორიაზე არსებული ელექტრონული და ვიდეო-კონტროლის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა;
დ) ელექტრონული და ვიდეოკონტროლის საფუძველზე, არსებული ინფორმაციის ფილტრაცია და მისი მიწოდება შესაბამისი თანამდებობის პირისათვის.
8. საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილება ორგანიზებას უწევს და ახორციელებს გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოებას, საარქივო საქმისწარმოებას, დოკუმენტაციის დაცვასა და მოვლა-შენახვას.
9. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია გენერალური ინსპექციის უფროსსა და მოადგილეს, აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებულ სამმართველოებს.“
6. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. გენერალური ინსპექციის, გარდა ელექტრონული და ვიდეოკონტროლის სამმართველოს და საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილებისა, მოსამსახურე:
ა) ატარებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას, შეისწავლის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საქმიანობას და მათი მხრიდან ჩადენილი დარღვევების გამომწვევ მიზეზებს;
ბ) შემოწმების დაწყების მომენტში შესამოწმებელი ობიექტისაგან მოითხოვს საჭირო დოკუმენტურ მასალას და ინფორმაციას;
გ) ყოველი სამუშაო დღის დასრულებისას სამმართველოს უფროსს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას შემოწმების მიმდინარეობისა და მდგომარეობის შესახებ;
დ) შემოწმების დასრულების შემდეგ, უფროსთან ერთად, განსახილველად შეიმუშავებს წინადადებებს დამრღვევ პირთა მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ. აფორმებს დასკვნას ან მოხსენებით ბარათს და ხელმოწერის შემდეგ წარუდგენს უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით;
ე) ჩატარებული შემოწმების შედეგების გაანალიზების გზით, შეიმუშავებს და გენერალური ინსპექციის უფროსს, სამმართველოს უფროსის მეშვეობით, წარუდგენს სარეკომენდაციო წინადადებებს შემოწმებული ობიექტისა და თანამშრომელთა საქმიანობაში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ;
ვ) პერსონალურადაა პასუხისმგებელი ჩატარებული შემოწმების შედეგებზე, მათ სრულყოფილებაზე.“.
7. მე-5 მუხლს დაემატოს 101 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„101 . გენერალური ინსპექციის მოსამსახურე ასრულებს ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებითა და უფროსის დავალებებით განსაზღვრულ საქმიანობას.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები