დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 662 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 138, 09/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.026.013.745 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.026.013.745
საქართველოს თავდაცვის
მინისტრის ბრძანება №662
2009 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 13 იანვრის №18 ბრძანებით (სსმ III, 14.01.2009, №4, მუხ.32) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა.“
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი;“;
გ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
„1. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ქვედანაყოფებია:
ა) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო:
ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ა.ბ) მედიასთან ურთიერთობის განყოფილება;
ბ) დაგეგმვის, პოლიტიკისა და ანალიზის სამმართველო.
2. საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის თემატური ინფორმაციების დამუშავება;
ბ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება;
გ) სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
ე) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;
ვ) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;
ზ) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტისათვის განაცხადის წარდგენა ჟურნალ-გაზეთების, ბროშურების, პლაკატებისა და სხვა ბეჭდვითი პროდუქციის მომზადების მიზნით როგორც სამხედრო მოსამსახურეთათვის, ასევე საზოგადოების ფართო ფენებისათვის;
თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით;
ი) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამხედრო ობიექტებზე;
კ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;
ლ) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა, აგრეთვე ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამხედრო მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო, არასამთავრობო, საზოგადოებრივ, ჰუმანიტარულ თუ რელიგიურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ნ) ერთიანი სამხედრო-საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი საერთო ხელმძღვანელობა, რომლებიც ახორციელებენ საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფუნქციებს;
ო) სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
პ) საზოგადოებრივ მაუწყებელთან და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები