„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 707
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 137, 06/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.013.732
  • Word
707
03/11/2009
სსმ, 137, 06/11/2009
010.320.010.22.033.013.732
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.013.732

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 707

2009 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №172 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07,  №29, მუხლი 350) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ზ) მიიღოს გადასახადის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშგების სხვა ფორმები, მიიღოს საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველოდან ინფორმაციები საგადასახადო შემოწმებებით გადასახადის გადამხდელებზე დარიცხული (შემცირებული) გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს მონაცემების დადგენილ ვადებში კომპიუტერებში შეტანა;“.

2. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული კამერალური საგადასახადო შემოწმების განხორციელება, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით – გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმებების ჩატარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების გარეშე.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი