დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 06/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.023.013.726 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.013.726
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №38
2009 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 5 ივლისის №538 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №94, მუხ.1257) დამტკიცებულ ,,გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მეთოდიკის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ყველა სახეობის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებით მიყენებული ზიანის გაანგარიშებისას მოპოვებული კონკრეტული სასარგებლო წიაღისეულის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად წიაღით სარგებლობისათვის მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტის (C=5) გათვალისწინებით;
ბ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. წიაღით უკანონოდ სარგებლობისას გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი განისაზღვრება 1500 (ათას ხუთასი) ლარითა და მის ზევით.“;
გ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოზე მიყენებული ზიანი (დანაკლისი) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:
Pმ.წ. = Q მ.წ. Cმ.ყ.
ა) სადაც
ა.ა) Q მ.წ. არის ლიცენზიის პირობების დარღვევით განსაზღვრულზე მეტი კონკრეტული მყარი სასარ-გებლო წიაღისეულის მოპოვების მოცულობა შესაბამის ზომის ერთეულებში;
ა.ბ) Cმყ. – არის წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cმყ.= 5);.
დ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.დ) Cმყ. – არის წიაღის უბნისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მყარი სასარგებლო წიაღისეულის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cმყ. = 5)“;
ე) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის ,,ა.გ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.გ) Cწყ. და C CO2 – არის მიწისქვეშა წყლის და ნახშირორჟანგის საბადოებისათვის მიყენებული ზიანის შედეგად კონკრეტული მიწისქვეშა წყლის და ნახშირორჟანგის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cწყ. და C CO2 = 5)“;
ვ) მეთოდიკის მე-9 მუხლის მე-18 პუნქტის ,,ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა.დ) Cწყ. – არის კონკრეტული მიწისქვეშა წყლის სარგებლობისათვის დადგენილი მოსაკრებლის მაკორექტირებელი კოეფიციენტი (Cწყ. = 5);“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. ხაჩიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები