„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 364/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 03/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 136, 04/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.718
  • Word
364/ნ
03/11/2009
სსმ, 136, 04/11/2009
470.230.000.22.035.013.718
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.718

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  ბრძანება №364/ნ

2009 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ფარმაცევტულ, სამედიცინო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით, საექსპერტო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებაში და საკონტროლო-ანალიზურ ლაბორატორიაში ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის №150/ნ ბრძანების (სსმ III, 31.07.2003, №78, მუხლი 708) პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული 23-ე დანართის (ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობის განმახორციელებელ დაწესებულებაში ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის წესი) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკოტიკული საშუალება წარმოდგენილია ხსნარის ან სიროფის სახით, ულუფა გაიცემა ერთჯერად ჭიქებში, რომელიც მოხმარების შემდეგ უბრუნდება პუნქტის მედდას. ნარკოტიკული საშუალების დოზირებული ულუფის განსაზღვრა და ჩამოსხმა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებული საზომი ხელსაწყოების მეშვეობით, მედდის მიერ, ექიმის ან უფროსი მედდის თანდასწრებით. დაუშვებელია ნარკოტიკული საშუალების ტარიდან ტარაში გადასხმა, გარდა იმ იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალება გაიცემა ბინაზე და სტაციონარში მწოლიარე ოპიოიდური ნარკომანიის დროს ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში ჩართულ პაციენტებზე, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალება წარმოდგენილია კონცენტრანტის სახით და საჭიროა მისი განზავება სასურველ კონცენტრაციამდე.“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი