„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 691
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 132, 28/10/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.013.696
  • Word
691
28/10/2009
სსმ, 132, 28/10/2009
230.150.070.22.033.013.696
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.013.696

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 691

2009 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764  ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისი სვლით გადაადგილებული ან გადაზიდული საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან არასაბაჟო ორგანომდე გადაადგილების 20-დღიანი ვადის კონტროლი და აღრიცხვა, აგრეთვე ამ ვადის ფარგლებში არასაბაჟო ორგანოდან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ამ ქვეპუნტში აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების აღრიცხვა;“.

2. მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ფიზიკური პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილების შემთხვევაში  გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერება მოწმობა და მოწმობის 44-ე გრაფაში მიეთითება ,,ფიზიკური პირის დეკლარაციის“ კოდი და ნომერი. კოდი და ნომერი ერთმანეთისგან მძიმით გამოიყოფა.

7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი  საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილების დროს, თუ პირს თან აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონელი, გამოიწერება მოწმობა ცალკე – ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და ცალკე – საქონელზე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი მოწმობის 44-ე გრაფაში მიეთითება საქონელზე გამოწერილი მოწმობის კოდი კლასიფიკატორის მე-11 ნაწილის – ,,საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელებისათვის საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტებისა და საქონელთან დაკავშირებით სხვა საჭირო ინფორმაციის კლასიფიკატორის“ მიხედვით და სარეგისტრაციო ნომერი.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-11 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ)  ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და მისამართი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 20-დღიანი ვადით შემოტანისას;“;

ბ) მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილებისას – ,,20“;“;

გ) მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი, პირადი ნომერი (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და მისამართი – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოში არარეგისტრირებული თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე მიტანის 20-დღიანი ვადით გადაადგილებისას;“.

5. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ.ე“ ქვეპუნქტი:

,,გ.ე) სრული დახურვის მეშვეობით, როცა ხდება მოწმობით გადაადგილებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წარდგენა სასაზღვრო საბაჟო ორგანოში რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით და მოწმობას ენიჭება დახურვის ნომერი ,,R“. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მოხელე ვალდებულია შეამოწმოს მოწმობის უკანა გვერდზე სსიპ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“ სათანადო დამღების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ საექსპერტო შემოწმების გავლას და აღრიცხვის მოწმობით გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგების (როცა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია აღნიშნული სააგენტოს მიერ) არსებობას. თუ ასეთ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება გარიგების დოკუმენტი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი