დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამშენებლო ნორმების და წესების – ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები (პნ 03.01-09) – დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2391 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 133, 29/10/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330.010.040.22.024.013.686 |
|
სამშენებლო ნორმების და წესების – „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტუქციები” (პნ 03.01-09) – დამტკიცების შესახებ
|
„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „სამშენებლო ნორმები და წესები – „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტუქციები“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 16 მარტის №1–1/213 ბრძანების „ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად მიენიჭოს სათანადო შიფრი – პნ 03.01–09. 2. ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის მიმართ, რომელთა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებულია ზემოაღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან. ზ. პოლოლიკაშვილი
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები