დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 679 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 23/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.010.22.033.013.683 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.013.683
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება N679
2009 წელი 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის #990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის N990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008წ., №187, მუხ. 2015) დამტკიცებულ „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ა.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;
ა.გ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის მიზნით წარდგენილი დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით (როდესაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანილი ან გადმოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულება აღემატება 10000 ლარს), 248-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა (როცა გასულია 6 თვე აღნიშნული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლიდან);“.
3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აქციზური საქონლის იმპორტის განმახორციელებელი პირის შემთხვევაში კანდიდატის (ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების გარდა) მიერ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს საბაჟო ვალდებულების მუდმივად უზრუნველყოფის 100 000 ლარის ოდენობის საერთო გარანტია.”.
4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოსავლების სამსახური ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილეთა მიერ ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შემოწმებას კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ, რომელიც აითვლება თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან.”.
6. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი გარანტიიდან თანხის ჩამოჭრის თარიღიდან 20 კალენდარული დღის ვადაში გარანტიის ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ოდენობამდე შეუვსებლობის შემთხვევაში ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის შეჩერება დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.“.
7. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თანამშრომლობის მონაწილის სტატუსის გაუქმების ან შეჩერების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის შემდგომ თანამშრომლობის ყოფილი ან სტატუსშეჩერებული მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებული იყო დანიშნულების საბაჟო ორგანოში, საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები