დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 01/06/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/11/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.482 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №98
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი;
ბ) მე-4 მუხლის ,,ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ქ) არბიტრაჟებში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;“;
გ) მე-11 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;“;
დ) დებულების მე-12 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;“;
ე) დებულების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ“ და ,,ღ“ ქვეპუნქტები:
,,ქ) იურიდიული სამსახური;
ღ) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური.“;
ვ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-15 მუხლის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები;
ზ) მე-15 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამენტის ზედამხედველობა და კონტროლი;“;
თ) დებულების 22-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) არბიტრაჟებში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;“;
ი) დებულების 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27
საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან წარმოებადასრულებული დოკუმენტების მიღება და დამუშავება არსებული წესის შესაბამისად.“;
კ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 333 მუხლი:
„მუხლი 333
იურიდიული სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, გარდა ამ დებულების 31-ე მუხლის ,,ე“, ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;
გ) სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა (მათ შორის ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისების შესახებ);
დ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ე) მინისტრისა და მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს.“;
ლ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 334 მუხლი:
„მუხლი 334
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურის ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა;
ბ) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო მიმართულებების პროექტებისა და გეგმების შემუშავება, სპეციალიზებული კომპიუტერული პროგრამების შექმნა, დანერგვა და განვითარება;
გ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ადმინისტრირება;
დ) სამინისტროს ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტის და სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და კონტროლი;
ვ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების კომპიუტერული მომსახურება, ელექტრონული მონაცემთა ბაზების ფორმირება-სრულყოფის ხელშეწყობა;
ზ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სამინისტროს ტერიტორიაზე სამინისტროს თანამშრომლებისა და სტუმრების შემოსვლისა და გასვლის აღრიცხვა.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები