დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 678 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 130, 23/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.013.682 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.677
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №678
2009 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1767 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2333) დამტკიცებულ ,,გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევების და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ.ვ“ ქვეპუნქტი:
,,ბ.ვ) ორ ან ორზე მეტ საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის შემთხვევაში.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გარანტია შეიძლება იყოს:
ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია საბაჟო დამუშავების ერთი ოპერაციის მიმართ ვალდებული პირის (გარდა წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისა) ან საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის ან თავისუფალი საწყობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ საბაჟო ვალდებულებებზე;
ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია:
ბ.ა) წარმომადგენლის პასუხისმგებლობა საბაჟო ორგანოს წინაშე;
ბ.ბ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის პასუხისმგებლობა საბაჟო ორგანოს წინაშე;
ბ.გ) ორ ან ორზე მეტ საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებები.“.
3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ვალდებული პირი უფლებამოსილია (გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული გარანტიის სახეებიდან ამოირჩიოს საბაჟო ორგანოში წარსადგენი გარანტია;
ბ) საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტია, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის არსებობის მიუხედავად, წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის გარანტიით.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება განსაზღვრულ ვადაში;
ბ) უარი თქვას წარდგენილ გარანტიაზე, თუ იგი ეწინააღმდეგება საბაჟო რეჟიმის მარეგულირებელ საბაჟო კანონმდებლობას ან ვერ უზრუნველყოფს განსაზღვრულ ვადაში წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებების შესრულებას.“.
5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია ვალდებული პირის ან მესამე პირის შუამდგომლობისა და საბაჟო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში.“.
6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს, პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში – 100 000 ლარს;“.
7. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. ორ ან ორზე მეტ საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე წარსადგენი საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს საბაჟო გადასახდელების დაფარვას.“.
8. მე-9 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ლ) წარმომადგენლის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის შემთხვევაში – საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში პირის დაშვების თაობაზე საბაჟო გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ გარანტიის გაუქმებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას წარმომადგენლის წარმოშობილი ან/და წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას;“.
9. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტები:
,,მ) ორ ან ორზე მეტ საბაჟო დამუშავების ოპერაციაზე ან საბაჟო პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გარანტიის წარმდგენი პირის წერილობითი განცხადება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ გარანტიის გაუქმებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პირის წარმოშობილი ან/და წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას;
ნ) საბაჟო ორგანოში წარდგენილი გარანტიის სხვა გარანტიით შეცვლა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები