დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 343/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 22/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.013.681 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.681
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №343/ნ
2009 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ბავშვზე ზრუნვა“ 2009 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №118/ნ ბრძანებით (სსმ III, 24.03.2009წ., №35, მუხლი 412) დამტკიცებულ პროგრამაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული, მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოს ფუნქციების შესრულება. აღნიშნულისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს სამუშაო აღწერილობების შედგენას და ხელშეკრულებების გაფორმებას შტატგარეშე მომუშავეებთან.“.
2. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამ პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებულ შტატგარეშე მომუშავეების რაოდენობებისა და შრომის ანაზღაურების განსაზღვრა.“.
3. მე-14 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
9. „ ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სააღმზრდელო დაწესებულებებში მცხოვრები ან ამ დაწესებულებებში ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე, ის ბავშვები, რომლებიც სააღმზრდელო დაწესებულებებიდან უკვე გაყვანილ იქნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში. ერთდროულად მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 126 ბენეფიციარს, რისთვისაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს შესაბამისი რაოდენობის ვაუჩერების დაბეჭდვას. ბენეფიციართა ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად რეგიონული საბჭოები შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ შემდეგი პილოტური ერთეულების მიხედვით:
ა) ქ. თბილისში – არა უმეტეს 38 ბენეფიციარისა;
ბ) ქ. ქუთაისში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
გ) ქ. რუსთავში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
დ) ქ. ბათუმში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ე) ქ. თელავში – არა უმეტეს 16 ბენეფიციარისა;
ვ) ქ. მცხეთაში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ზ) ქ. ოზურგეთში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
თ) ქ. ახმეტაში – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა;
ი) სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფ. ეწერი – არა უმეტეს 8 ბენეფიციარისა.“
4. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„
2. 2009 წლის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 17 154 800 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | პროგრამა „ ბავშვზე ზრუნვა“ | ბიუჯეტი (ლარებში) |
|
|
| 17 154 800 |
| 1 | მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ფინანსური უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 5 573 700
|
| 2 | ბავშვთა ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 55 980 |
| 3 | ქვეპროგრამა “ჩვენი სახლი” | 420 000 |
| 4 | დღის ცენტრების ქვეპროგრამა | 400 000 |
| 5 | მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 190 800 |
| 6 | ბავშვთა დასვენება-გაჯანსაღების ქვეპროგრამა | 54 000 |
| 7 | ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 88 200 |
| 8 | ბავშვთა ასაკის განვითარების დარღვევების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის ქვეპროგრამა | 72 000 |
| 9 | განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 2 423 000 |
| 10 | უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის ქვეპროგრამა | 20 000 |
| 11 | ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 7 797 120 |
| 12 | პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა | 60 000 |
“.
5. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „
გ.დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ.დ) სააღმზრდელო დანიშნულების ნივთებითა და წიგნებით უზრუნველყოფას;“.
6. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 7 797 120 ლარი, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა | ხარჯები (ლარებში) |
| დაწესებულებათა ხელშეწყოფის კომპონენტი | 1 451 494 |
| სსიპ – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი | 766 920 |
| სსიპ – მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლი | 232 427 |
| სსიპ – კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 187 495 |
| სსიპ – სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 324 621 |
| სსიპ – საგურამოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 166 991 |
| სსიპ – წალენჯიხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 210 076 |
| სსიპ – ტაშისკარის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 176 890 |
| სსიპ – სალხინოს ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 149 797 |
| სსიპ – თბილისის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 312 507 |
| სსიპ – ასპინძის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 240 940 |
| სსიპ – ბათუმის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 228 090 |
| სსიპ – სურამის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 177 824 |
| სსიპ – რუსთავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 160 587 |
| სსიპ – თელავის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 291 699 |
| სსიპ – ზუგდიდის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 194 350 |
| სსიპ – კოჯრის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 287 178 |
| სსიპ – დუშეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 157 167 |
| სსიპ – მესტიის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 130 194 |
| სსიპ – ლაგოდეხის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 161 220 |
| სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „მომავლის სახლი” | 224 710 |
| სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „სათნოება” | 170 030 |
| სსიპ – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონი” | 165 951 |
| სსიპ – წყნეთის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 442 190 |
| სსიპ – ქუთაისის ცერებრული დამბლით დაავადებულ ბავშვთა დღის ცენტრი | 111 511 |
| სსიპ – ახმეტის ბავშვთა დღის ცენტრი | 93 451 |
| სსიპ – ეწერის ბავშვთა დღის ცენტრი | 90 970 |
| სსიპ – ახალგორის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება | 170 640 |
| სსიპ – მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულება | 319 200 |
“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები