დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 671 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 20/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.230.040.22.033.013.677 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
200.230.040.22.033.013.677
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №671
2009 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებით (სსმ III, 17.02.2005 წ., №18, მუხ.171) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი არის თუ არა გადასახადის გადამხდელი. ამასთანავე, თუ საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ან მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, ამ შეთხვევებში, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვამდე საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, პირი ვალდებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და წარუდგინოს მიმღებს არა უგვიანეს აღნიშნული თარიღისა. დასაშვებია კალენდარულ თვეში სასაქონლო ზედნადებებით მიწოდებული საქონლის ჯამური მონაცემების ერთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახვა ამ მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად.“.
ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. საქონლის მიწოდების შემთხვევაში, მე-14 და მე-15 სტრიქონებზე ჩაიწერება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით გამოწერილი სასაქონლო ზედნადების ნომერი და გამოწერის თარიღი. კალენდარული თვის განმავლობაში ერთზე მეტი სასაქონლო ზედნადებით საქონლის მიწოდებისას, თუ ამ საქონლის მიმღებზე უნდა გაიცეს მიწოდებების ჯამური მონაცემების ამსახველი ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მასში მე-14 და მე-15 სტრიქონები არ შეივსება. მომსახურების გაწევის შეთხვევაში, მე-14 სტრიქონზე დაისმევა “–“ (ტირე), ხოლო მე-15 სტრიქონზე მიეთითება მომსახურების გაწევის (ოპერაციის განხორციელების) თარიღი (თვე სიტყვიერად). საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) ან მომსახურების რეგულარული ან უწყვეტი მიწოდების შემთხვევაში, მე-14 სტრიქონზე დაისმევა “–“ (ტირე), ხოლო მე-15 სტრიქონზე მიეთითება ოპერაციის განხორციელების საანგარიშო თვე.“.
გ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, ან ერთი და იგივე მყიდველისათვის კალენდარული თვის განმავლობაში ერთზე მეტად მიწოდებული საქონლის ჯამურ მონაცემებზე თუ გამოიწერება ერთი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ამ შემთხვევებში გამოიყენება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №2, რომელშიც ჩაიწერება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. მათი შევსების თარიღი ერთი და იგივეა. დანართი №2-ში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში. დანართის მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 სვეტების ჯამები ჩაიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში შესაბამისად მე-8, მე-10, მე-12 და მე-13 სვეტებში, ხოლო დანართი №2-ის მე-11 და მე-12 სვეტებში ჩაიწერება კალენდარული თვის განმავლობაში მიწოდებულ საქონელზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ნომერი და გამოწერის თარიღი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საქონლის ამსახველ მე-4 სვეტში კეთდება ჩანაწერი “საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა . . . ცალი ზედნადებით მიწოდებულ . . . დასახელების საქონელზე დანართის მიხედვით“. დანართი №2-ში ჩანაწერები დასტურდება ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). პირს უფლება აქვს არ შეავსოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №2, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას თან ერთვის შესაბამის ოპერაციებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები.“.
2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №2
სერია --------- № ---------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი
“-----------" “----------------------" “-------------"
რიცხვი თვე (სიტყვიერად) წელი
| საქონლის (მომსახურების) დასახელება | ზომის ერთეუ ლი | მიწოდებული საქონ ლის რაოდე ნობა | ერთეუ ლის ფასი დღგ-ის და აქციზის გარეშე | ღირებუ ლება დღგ-ის და აქციზის გარეშე | აქციზი | დღგ | საქონლის (მომსახურების) ღირებულება დღგ-ის და აქციზის ჩათვლით | სასაქონლო ზედნადების
| |||
|
|
|
|
|
| განაკვეთი | თანხა | განაკვეთი | თანხა |
| № | თარიღი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ხელმძღვანელი,
ან სხვა უფლებამოსილი პირი
(ხელმოწერა) ბ.ა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები