„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1280
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 127, 20/10/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.013.675
  • Word
1280
20/10/2009
სსმ, 127, 20/10/2009
120.260.010.22.034.013.675
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.034.013.675

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1280

2009 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში  სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის,  თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა  ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის,  სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე  უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4  აპრილის №303 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №38, მუხ. 399) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ნუსხის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 14.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანა და კადრების განკარგულებიდან დათხოვნა ხდება კურატორი მინისტრის მოადგილის ბრძანებით, ხოლო მინისტრის საკურატორო სფეროში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფის და ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა კადრების განკარგულებაში აყვანა და დათხოვნა ხდება მინისტრის მიერ განსაზღვრული მინისტრის მოადგილის ბრძანებით.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი