დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 97 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/05/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 01/06/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.10.003.000.481 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №97
2006 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
1. ,,მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრის რეორგანიზაცია მასთან სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრის შეერთების გზით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრის მოძრავი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სეისმური მონიტორინგის ცენტრისათვის გადაცემა უსასყიდლო სარგებლობის უფლებით.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ (გ. პაპუაშვილი) უზრუნველყოს სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრის დირექტორის დადგენილი წესით გათავისუფლება.
4. დადგენილება ამოქმედდეს ,,გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან საქვეუწყებო დაწესებულების ,,სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 3 თებერვლის №31 და ,,საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 21 თებერვლის №179 ბრძანებულებების ძალადაკარგულად გამოცხადებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები