დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 669 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 20/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.010.22.033.013.669 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.013.669
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №669
2009 წელი 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის N990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008 ., N187, მუხ. 2015) დამტკიცებულ „აბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციაში (დანართი №) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ზ) თანამშრომლობის მონაწილის მიერ ან მათი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი ან/და სხვა საქონელი, რომლის მიმართ თანამშრომლობის მონაწილე პირის მიერ გამოყენებულ იქნება სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაცია;
თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს თანამშრომლობის მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი თანამშრომლობის მონაწილეა).“
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
1. ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის შესაბამისად დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ფაქტობრივად წარდგენილი საქონლის მიმართ დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება სასაზღვრო სახელმწიფო კონტროლის ღონისძიებები.
2. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის, დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას ხორციელდება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო ორგანოს წარედგინება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-4 მუხლით განსაზღვრული სატრანსპორტო დოკუმენტები ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი და ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს თანამშრომლობის მონაწილე, აგრეთვე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ორგანოს კოდი და წარდგენილი დეკლარაციის C (სტატისტიკური) ნომერი, რის შემდეგაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე იძახებს „ASYCUDA“-ს ბაზაში რეგისტრირებულ დეკლარაციას.
4. საქონლის გამომგზავნის, მიმღების და სატრანსპორტო საშუალების შესახებ დეკლარაციაში და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებში მითითებული მონაცემების შედარებით საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირებას.
5. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, უფლებამოსილი საბაჟო მოხელე „ASYCUDA“-ს გამოყენებით ახორციელებს დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება ამ ინსტრუქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი. ამასთან, მწვანე დერეფანი ნიშნავს იმ შემთხვევას, როცა დეკლარაცია არ გადაიყვანება ლურჯ, ყვითელ ან წითელ დერეფანში.
6. მწვანე დერეფნის შემთხვევაში:
ა) თუ დეკლარანტს უკვე გადახდილი აქვს საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს A და K ნომრები) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში – საბაჟო ორგანოს დამღის: „გაშვება ნებადართულია“ დასმა, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ბ) თუ დეკლარანტს არ აქვს გადახდილი საბაჟო გადასახდელები (დეკლარაციას „ASYCUDA“-ს მეშვეობით უკვე მინიჭებული აქვს მხოლოდ A ნომერი) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ხორციელდება დეკლარაციის ქაღალდზე ამობეჭდვა, დეკლარაციის C გრაფაში – დაისმება საბაჟო ორგანოს დამღა: “გაშვება ნებადართულია გარანტიით”, რის შემდეგაც საქონელი გაიშვება მონაწილის სრულ განკარგვაში გადაცემით და ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება და სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა.
გ) გარანტიით გაშვებულ საქონელზე საბაჟო გადასახდელების დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეკლარაციის:
გ.ა) დეკლარანტის მიერ წარდგენილ ეგზემპლარს მიენიჭება K ნომერი, C გრაფაში საბაჟო ორგანოს დამღა – „გაშვება ნებადართულია გარანტიით“ გადაიხაზება და დაისმება დამღა: „გაშვება ნებადართულია“;
გ.ბ) „ASYCUDA“-ს ბაზაში არსებულ დეკლარაციაში დადგენილი წესით ხორციელდება შესაბამისი ცვლილებები.
7. ლურჯი დერეფნის შემთხვევაში ხორციელდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურები (მწვანე დერეფნის მსგავსად), ხოლო საქონლის გაშვების შემდგომ პერიოდში საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება დეკლარირებული მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების უტყუარობისა და საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება.
8. ყვითელი დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომრები):
ა) დეკლარაცია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ქაღალდზე არ ამოიბეჭდება, საქონელი დადგენილი წესით (აღრიცხვის მოწმობის გამოწერით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა) გადაადგილდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოეს დანიშნულების ადგილამდე და საბაჟო ორგანოს ნებადაურთველად არ დაიშვება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო ლუქის ან/და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებების მოხსნა;
ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის“ მე-9 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანო ახორციელებს დეკლარაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
დ) კამერალური შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საბაჟო გადასახდელების გადახდის ან გადაუხდელობის შესაბამისად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა და საქონლის გაშვება ან გაშვება გარანტიით.
9. წითელი დერეფნის შემთხვევაში (დეკლარაციას არა აქვს მინიჭებული A და K ნომრები):
ა) დეკლარაცია სასაზღვრო საბაჟო ორგანოში ქაღალდზე არ ამოიბეჭდება და დადგენილი წესით (აღრიცხვის მოწმობის გამოწერით, გარდა TIR წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისა) ხორციელდება თანამშრომლობის მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეულ საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოსთან უახლოესი საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის საბაჟო კონტროლს ქვეშ გადაადგილება;
ბ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის N1760 ბრძანებით დამტკიცებული “საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის” მე-9 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას და ხორციელდება საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულებრივი (საერთო) წესით.
10. დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრასთან ერთად საბაჟო ორგანოს მოხელე ელექტრონულად იღებს შეტყობინებას.
11. „ASYCUDA“-ს მეშვეობით დეკლარაციისთვის ამ მუხლში მოცემული დერეფნის განსაზღვრის მიუხედავად, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და ზემდგომ თანამდებობის პირთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება.
12. დეკლარირებული საქონლის მიმართ დერეფნის შესაბამისად გატარებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შედეგები სავალდებულოა, რომ აისახოს ელექტრონულად „ASYCUDA“-ში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.
13. ამ მუხლით დადგენილი წესით ერთი დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის გაშვება ამავე დეკლარაციით განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონელი სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წარედგინება ერთდროულად, გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
14. თუ სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული ერთი სასაქონლო პარტიით გაგზავნილი საქონლის ერთდროულად წარდგენა ვერ ხორციელდება 1 სთ და 30 წთ-ის განმავლობაში, სასაქონლო პარტიის ყოველი წარდგენილი ნაწილის გაშვება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება აღრიცხვის მოწმობის გამოწერით. გამოწერილი აღრიცხვის მოწმობები ელექტრონულად დაიხურება და დეკლარაცია ამოიბეჭდება მხოლოდ დეკლარირებული საქონლის ბოლო ნაწილის გაშვების შემდეგ.
15. თუ საზღვაო გზით შემოტანილი საქონელი გაშვებამდე დროებით დასაწყობდება, მაშინ ამ მუხლის მე-5–მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს ახორციელებს თანამშრომლობის მონაწილის მიერ შემოტანილ საქონელზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელი უახლოესი საბაჟო ორგანო.“
3. მე-12 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. დეკლარაციის წარდგენისას დეკლარანტი ახორციელებს დეკლარაციის რეგისტრაციას და ანიჭებს დეკლარაციას C (სტატისტიკურ) ნომერს „ASYCUDA“-ს მეშვეობით.”
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები