დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 201 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 20/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.130.000.22.027.013.664 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.013.664
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №201
2009 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., 132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირადი ნომრის მინიჭების წესის დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვება პიროვნების მონაცემების გაორება და იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის გაყალბება, გამოიწვევს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
2. მე-8 მუხლის:
ა) 32 და 33 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„32. იძულებით გადაადგილებული არასრულწლოვანი პირი და იძულებით გადაადგილებული პირის შვილი (გარდა იმ პირისა, რომელმაც იძულებით გადაადგილებამდე მიღწია სრულწლოვანების ასაკს), რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული არ არიან, შეიძლება გატარდნენ რეგისტრაციაში ერთ-ერთი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
33. პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მიღების ან აღდგენის შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.“;
ბ) 33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:
„34. პირი, რომელიც რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და რომელიც მოხსნილ იქნა რეგისტრაციიდან ამ ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება დარეგისტრირდეს იმავე მისამართზე მხოლოდ მისივე განცხადების საფუძველზე.“;
გ) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაბადების მოწმობას (დედანი), ხოლო თუ პირის დაბადების ფაქტი რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობას ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;“;
დ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) თუ პირს არ გააჩნია დაბადების მოწმობა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამო-სილია თვითონ მოიპოვოს პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები და დადგენილი წესით გასცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა.“;
ე) 61 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„61. ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქე რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის მოწმობის მისაღებად მიმართავს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს, ავსებს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებულ განცხადება-ანკეტას (ფორმა №1) და მასთან ერთად წარადგენს:
ა) დაბადების მოწმობას (დედანი);
ბ) 2 ფერად ფოტოსურათს (3,5X4,5სმ) დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
გ) დევნილის მოწმობას (დევნილად ცნობილი პირის შემთხვევაში);
დ) ერთ-ერთი მშობლის (მეურვის, მზრუნველის) პირადობის მოწმობას.“;
ვ) მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ბინადრობის ნებართვას (“უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა);“;
3. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ საქართველოს მოქალაქე არ იცვლის საცხოვრებელ ადგილს, მოწმობის შესაცვლელად იგი ავსებს განცხადება-ანკეტას და წარადგენს შესაცვ-ლელ მოწმობას და ორ ცალ ფოტოსურათს დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვე-ვაში, საქართველოს მოქალაქე წარადგენს აგრეთვე ამ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებების დამადასტუ-რებელ შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტებს.“.
4. 111 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 2 ფერად ფოტოსურათს (3.5 X 4.5-სმ) დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით.“;
5. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაკარგულის ნაცვლად ახალი მოწმობის მისაღებად პირი მიმართავს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ტერიტორიულ სამსახურს, ავსებს განცხა-დება-ანკეტას და წარადგენს 2 ფოტოსურათს (თუ დაკარგული მოწმობა გაცემულია სხვა სამსახურში – 3 ფოტოსურათს) დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. ახალი მოწმობა გაიცემა სააგენტოს ფოტო-სურათიანი ელექტრონულ მონაცემთა ბაზის ან გან-ცხადება-ანკეტის საფუძველზე.“;
ბ) 21 და 22 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. თუ პირი არ არის რეგისტრირებული სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ან ბაზაში არ არის დაცული მისი ფოტოსურათი და არც ფოტოსურათიანი განცხადება-ანკეტა მოიპოვება, პირადობის მოწმობის მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დაბადების მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, ხოლო ახალი ბინადრობის მოწმობის მისაღებად –ბინადრობის ნებართვა და უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეობის ან მოქალაქეობის არქონის დამადასტურებელ საბუთს.
22. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის პირადობის დამადასტურებელ სხვა დოკუმენტს წარმოადგენს:
ა) პასპორტი;
ბ) მართვის მოწმობა;
გ) საპენსიო წიგნაკი;
დ) სამხედრო ბილეთი;
ე) სახელწიფო ორგანოების მიერ გაცემული სხვა ფოტოსურათიანი საბუთი.“.
6. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:
„23. თუ პირი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტების მოთხოვნებს, პირადობის მოწმობა გაიცემა ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.“.
7. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოდან პირის სხვა სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად გასვლის (ემიგრაციის) შესახებ სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემისთანავე;“.
8. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. კანონის დარღვევით პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თავისი ინიციატივით დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება და მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ბათილად ცნობის შესახებ.“.
9. 22-ე მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ერთ-ერთი მშობლის ან მისი აღმავალი შტოს ნათესავის სანოტარო წესით დამოწმებული ან სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი თანხმობა საკმარისია, თუ:
ა) მეორე მშობელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
ბ) მეორე მშობელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია;
გ) მეორე მშობლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია;
ვ) პასპორტის გაცემას არსებითი მნიშვნელობა აქვს არასრულწლოვნის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე მშობლისაგან თანხმობის მიღება ვერ ხერხდება მასთან კავშირის დამყარების შეუძლებლობის გამო ან სხვა მიზეზით, და საქმის გარემოებიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის არ იქნება თახმობის გაცემის წინააღმდეგი.“.
10. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 პუნქტი:
„34. სხვა სახელმწიფოს ნოტარიუსის ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამოწმებული თანხ-მობა პასპორტის გაცემაზე საქართველოს უფლებამოსილმა ორგანოებმა შეიძლება მიიღონ ლეგალიზე-ბისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე.“.
11. 22-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (თუ მთხოვნელი საქართველოს მოქალაქეა) ან ბინადრობის მოწმობა (თუ მთხოვნელი არ არის საქართველოს მოქალაქე) ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი (თუ მთხოვნელი ემიგრაციაში მყოფი პირია);
ბ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომებით 3.5 X 4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით. ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში;“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. 18 წლამდე ასაკის (გარდა ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და ქმედუუნარო სრულწლოვან პირებზე პასპორტის გასაცემად აუცილებელია ამ პირის კანონიერ წარმომადგენელთა სანოტარო წესით დამოწმებული შუამდგომლობა ან ერთი კანონიერი წარმომადგენლის შუამდგომლობა და ამ მუხლის 31 და 33 პუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:
ა) დაბადების მოწმობა (დედანი), ხოლო თუ პირის დაბადების ფაქტი რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;
ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წლის ასაკი;
გ) 2 ფერადი ფოტოსურათი ზომებით 3.5X4.5 სმ;
დ) პასპორტის გაცემისათვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი.“.
12. 281 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილნი არიან შეაჩერონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა დოკუმენტების გადამოწმების მიზნით არა უმეტეს 10 დღისა, რის შესახებაც გამოაქვთ წერილობითი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან გაეგზავნოს ფოსტის საშუალებით. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პასპორტის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემებით გაცემისათვის საჭირო დოკუმენტების არსებობისას საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებულნი არიან გასცენ აღნიშნული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით, ხოლო თუ შეუძლებელია პირის კანონიერი (ნამდვილი) მონაცემების დადგენა – გამოიტანონ წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც უნდა გადაეცეს განმცხადებელს ან გაეგზავნოს ფოსტის საშუალებით.“.
13. 281 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. საქართველოს მოქალაქეთა პირადობის მოწმობის და პასპორტის ასაღებად განმცხადებლის მიერ წარდგენილ ან მის სახელზე ადრე გაცემულ დოკუმენტებში ურთიერთშეუსაბამობის აღმოჩენის, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის დადასტურების შემთხვევაში მოპოვებულ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშ-ნების არსებობისას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები ვალდებულნი არიან შეადგინონ შესაბამისი დასკვნა, რომელიც სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელ მასალებთან ერთად წერილობითი მიმართვით დაუყოვნებლივ ეგზავნება საგამოძიებო ორგანოს, რის შესახებაც უნდა ეცნობოს სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურს დადგენილი წესით.“.
14. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. დასკვნისა და სავარაუდო გაყალბების დამადასტურებელი მასალების საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაგზავნის ვალდებულებისაგან გათავისუფლება
ამ ინსტრუქციის 281 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც დოკუმენტებში არსებული ურთიერთშეუსა-ბამობა, უზუსტობა, აგრეთვე ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნები აღმოჩნდება იმ პირის სახელზე გაცემულ (შედგენილ) დოკუმენტებში, რომელიც, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონის შესაბამისად, გათავისუფლებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.“.
15. დანართი №2-ის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. შევსების შემდეგ, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და პასპორტის გრაფაში „მფლობელის ხელმოწერა“ სავალდებულოა მფლობელმა შეასრულოს საკუთარი ხელმოწერა. იმ შემთხვევაში, როცა 9 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის სახელზე გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან პასპორტი, მფლობელის ხელმოწერის გრაფაში ხელმოწერას შეასრულებს არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.
16. დანართი №4-დან ამოღებულ იქნეს ფორმა №7.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები