დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1262 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 125, 16/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.034.013.660 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.013.660
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №1262
2009 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
�საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, �საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 მუხლის �ა� და �ნ� ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
��� მუხლი 1.
� �საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 17 იანვრის №56 ბრძანებით (სსმ III, 17.01.2007, №7 მუხ. 53) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს, შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. სააგენტოს სრული დასახელებაა: �საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო�. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება: �შსს მომსახურების სააგენტო� ან �მომსახურების სააგენტო�;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�6. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო) სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებში, სიმბოლიკა, ლოგო, მრგვალი ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სააგენტოს დასახელებით, სხვა ბეჭდები, შტამპები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.�.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�1. სააგენტოს ფუნქცია და საქმიანობის საგანია _ თავისი კომპეტენციის ფარგლებში იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართის გაცემა; იარაღის ჩამოწერა; იარაღის ან/და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა; იარაღის ან/და საბრძოლო მასალის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა; ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა; იარაღის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის გაცემა; იარღის ბალისტიკური შემოწმება; იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაცია; გირავნობის მოწმობის გაცემა; ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საექსპერტო შემოწმება; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელებისა და ნომრიანი აგრეგატების რეგისტრაცია, რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნის ბარათის გაცემა, სარეგისტრაციო ნიშნების მინიჭება; დიპლომატიური სტატუსის სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემა; ექსპორტისა და რეექსპორტისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება; საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სამართლებრივი შეზღუდვა, აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა; მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე �A�, �B�, �C�, �D�, �E�, �T1�, �T2�, �T3�, �T4� კატეგორიების მართვის უფლების მინიჭება და შესაბამისი მართვის ან ტრაქტორისტის მართვის მოწმობების გაცემა, შეცვლა, დაკარგულის აღდგენა; ნასამართლეობის შესახებ ცნობის გაცემა; განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო კორესპონდენციების, ამანათების, დოკუმენტაციის, სპეციალური ტექნიკის, სამრეწველო ნაწარმის, საცდელი ნიმუშების, ფასიანი ქაღალდებისა და ნივთების დანიშნულების ადგილზე ადრესატებისათვის დადგენილი მარშრუტებითა და წესით ოპერატიულად მიტანა და ჩაბარება, კორესპონდენციის გადასატანად მარშუტებისა და გრაფიკის შერჩევა, კორესპონდენციების (გზავნილების) მიტანის წესის, მათი რაოდენობისა და სახეობების ზღვრული ნორმების, გადატანის რიგითობის განსაზღვრა, საფელდეგერო მოსახურების სხვა პირობებისა და ფასების განსაზღვრა, კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.�.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის �დ� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს �დ1 � ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
�დ1 ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;�.
4. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�4. ამ მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსის, სააგენტოს შინაგანაწესისა ან/და შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე.�.
5. მე-7 მუხლის:
ა) �გ.ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�გ.ე) ოზურგეთის განყოფილება.�;
ბ) �ე� პუნქტიდან ამოღებულ იქნეს �ე.ა.ა�, �ე.გ.ბ� და �ე.ე.ბ� ქვეპუნქტები;
გ) �ე� პუნქტის �ე.ე.ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ე.ე.ა) საწყობისა და აღრიცხვის ქვეგანყოფილება;�.
6. მე-8 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის �ა.ზ� ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს �ა.თ� ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
�ა.თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიული დანიშნულების სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღრიცხვასა და გაცემას;�;
ბ) მე-4 პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილება, ქვეგანყოფილებებთან ერთად უზრუნველყოფს:
გ.ა) კავშირგაბმულობის, სატრანსპორტო საშუალებების, საწვავის აღრიცხვასა და საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
გ.ბ) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ახორციელებს მატერიალური ფასეულობების ინვეტარიზაციის ჩატარებას;
გ.გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და უსაფ-რთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლს;
გ.დ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიღებას და ექსპლუატაციის ორგანიზებას;
გ.ე) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე აყვანასა და აღრიცხვიდან მოხსნას;
გ.ვ) სააგენტოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ გამართულობასა და მატერიალურ პასუხისმგებლობაზე კონტროლს, პერიოდულ დათვალიერებას დროული შეკეთების მიზნით;
გ.ზ) სატრანსპორტო საშუალებების საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგებას, სარემონტო სამუშაოების ორგანიზებას, ჩატარებული სარემონტო სამუშაოების აღრიცხვა-კონტროლს;
გ.თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულებას.�;
გ) მე-4 პუნქტის �ე� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ე) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოში შემავალი შესყიდვებისა და მომარაგების განყოფილება ქვეგანყოფილებასთან ერთად უზრუნველყოფს:
ე.ა) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმისა და განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მომზადებას, მათი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენას;
ე.ბ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით სააგენტოს სახელით აცხადებს და ორგანიზაციას უწევს შესყიდვების პროცედურების განხორციელებას;
ე.გ) ახორციელებს �სახელმწიფო შესყიდვების შესახებ� საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს;
ე.დ) უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის შენახვასა და დადგენილი წესით მათ არქივში ჩაბარებას;
ე.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩამოწერილი იარაღის ჩაბარებას, აგრეთვე შეიარაღების, ტექნიკის, ინვენტარის, ექსპლუატაციაში არსებული სხვა მატერიალური ფასეულობების დადგენილი წესით აღრიცხვას, საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების განყოფილებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას;
ე.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სააგენტოზე განპირობებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების აღრიცხვას, შენახვას და სააგენტოს დირექტორის ბრძანების საფუძველზე თანამშრომლებზე კანონმდებლობით განსაზღვრული წესით გაცემას;
ე.ზ) იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან უსასყიდლოდ გადმოცემული ნებისმიერი სახეობის მატერიალური ფასეულობის აღრიცხვას;��
ე.თ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის საჭირო სახარჯი სპეციალური საშუალებების (ეკიპირების, საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სამეურნეო საქონლის, მკაცრი აღრიცხვისა და სხვა სახის ბლანკების, სანომრე ნიშნების, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობების, მართვის მოწმობების ბლანკებით და ა.შ) მიღებას, შენახვას და დადგენილი წესით დანაყოფებზე გადაცემას;
ე.ი) საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვას დასახელებისა და რაოდენობის მიხედვით;
ე.კ) ახდენს სააგენტოზე მოწოდებული საქონლის ინსპექტირებასა და საგარანტიო მომსახურების შესრულებას;
ე.ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია სააგენტოს მატერიალურ უზრუნველყოფაზე, მატერიალურ ფასეულობათა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახსრების ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებაზე;
�ე.მ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;�
დ) მე-7 პუნქტის �ბ.დ� ქვეპუნტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. ამ მუხლის პირველი პუნქტის �ბ� და �გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.�.
��� მუხლი 2.
� ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
�ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები