„რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“

  • Word
„რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 331/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 124, 13/10/2009
ძალაში შესვლის თარიღი 15/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.656
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
331/ნ
13/10/2009
სსმ, 124, 13/10/2009
470.230.000.22.035.013.656
„რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/10/2009 - 11/02/2014)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.656

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №331/ნ

2009 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით პირველი და მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“

,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის I ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტად განისაზღვროს:

ა) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის III, IV და V სიით განსაზღვრული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;

ბ) ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის №22/ნ ბრძანებით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტი.

2. ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის III ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტად განისაზღვრება დანართი №1-ში მოცემული ფარმაცევტული პროდუქტები.

3. ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, III ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტად აგრეთვე განისაზღვროს ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც თავისი გენერიკული დასახელების, ფორმისა და დოზის მიხედვით დანართ №1-ში III ჯგუფს მიკუთვნებული რომელიმე ფარმაცევტული პროდუქტის ანალოგიურია, თუმცა აქვს სხვა სავაჭრო დასახელება. ასეთი ტიპის ფარმაცევტული პროდუქტის დადგენა ხორციელდება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ, რომელიც ავტომატურად უზრუნველყოფს ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსებას  ხელმისავდომობისა და სააჯაროობის უზრუნველსაყოფად.

4. III ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტს ასევე მიეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის მოხმარებაც ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციის შესაბამისად დასაშვებია ექიმის დანიშნულების გარეშე. ამ შემთხვევაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ასეთი პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვებისათვის ადმინისტრაციული პროცედურის დასრულებისთანავე, ავტომატურად უზრუნველყოფს (ადმინისტრაციული აქტის გამოცემის გარეშე) შესაბამისი ინფორმაციის განთავსებას შესაბამის ვებგვერდზე.

5. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან.

ა. კვიტაშვილი

 

დანართი №1