დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2285 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 126, 19/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.230.000.22.024.013.648 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.230.000.22.024.013.648
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2285
2009 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №1-3/77 ბრძანებით (სსმ III, 2001წ., №13, მუხლი 128) დამტკიცებულ „სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათზე დაქვემდებარებული უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებების, რომელთა დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ჯართის რეალიზაციის წესის შესახებ დებულებაში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების პირველი თავის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ჯართის (გარდა სსიპ-ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ჩამოწერის შედეგად დარჩენილი ჯართისა) რეალიზაცია უნდა განხორციელდეს აუქციონის ფორმით. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – პრივატიზების დეპარტამენტი. აუქციონის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ჯართის რეალიზაციის თაობაზე სრულყოფილი დოკუმენტაციის დეპარტამენტისათვის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები