დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 658 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 13/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.22.033.013.644 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.013.644
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №658
2009 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
�საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. �საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1774 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2340) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ� თანდართულ დანართებთან ერთად.�.
2. ბრძანებით დამტკიცებული �საავტომობილო მიმოსვლის სახმელეთო სასაზღვრო საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ� ინსტრუქციის:
ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაჟო ორგანო დახმარების გაწევის მიზნით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს.�;
ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�,,1. საბაჟო კონტროლის განხორციელების დროს დაუშვებელია პირებისათვის, მათი ბარგისა და ხელბარგისათვის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებებისათვის არამართლზომიერი ზიანის მიყენება.�;
გ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�,,ა) მგზავრი ვალდებულია, ბარგის და/ან ხელბარგის შემოწმების მიზნით, საბაჟო მოხელის მოთხოვნით ბარგი და/ან ხელბარგი მოათავსოს და გახსნას საბაჟო მოხელის მიერ მითითებულ ადგილზე და წარუდგინოს მასში არსებული ნივთები, მათ შორის საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ნაღდი ფული, ჩეკები და სხვა ფასიანი ქაღალდები;�;
დ) მე-11 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�,,9. ჩამორთმეული ან მიტოვებული საქონელი, ოქმში დაწვრილებით აღწერის შემდეგ, შესაძლებლობის შემთხვევაში, უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, ვინც მონაწილეობა მიიღო შემოწმებაში.
10. ჩამორთმეული ან მიტოვებული საქონელი ინახება საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილას, რათა გამორიცხულ იქნეს მათი დაკარგვა ან არსებითი დაზიანება.�;
ე) მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს;
ვ) 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 21
1. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ, მგზავრს უფლება აქვს წერილობითი განცხადებით მოითხოვოს დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების შეცვლა. ეს ცვლილებები არ შეიძლება ეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც არ არის დეკლარირებული ამ საბაჟო დეკლარაციით.
2. მგზავრის წერილობითი განცხადების საფუძველზე საბაჟო ორგანო ბათილად ცნობს, ძალადაკარგულად აცხადებს ან არარად აღიარებს საბაჟო დეკლარაციას, თუ მგზავრის მიერ წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ გაცხადებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენება.�;
ზ) 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 33
ფიზიკური პირის მიერ 30 000 ლარზე ან მის ეკვივალენტზე სხვა ვალუტაში მეტი ნაღდი ფულის � ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დეკლარირების შემთხვევაში საბაჟო მოხელე ახდენს პირის იდენტიფიკაციას ,,საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ� დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ� დებულების შესაბამისად.�;
თ) 35-ე და 36-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 35
იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს ფიზიკური პირის მიერ ისეთი საქონლის გადაადგილებას, რომელიც ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას, საბაჟო კონტროლის დასრულებისას საბაჟო მოხელე ახდენს ბარგისა და/ან ხელბარგის პირის სრულ განკარგვაში გადაცემას.
��� მუხლი 36
საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილების შემთხვევაში ფიზიკური პირი საბაჟო მოხელეს წარუდგენს ,,საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №16-ით განსაზღვრული წესით შევსებულ ამავე ბრძანებით დამტკიცებულ ,,სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2�-ს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას ზემოაღნიშნული ბრძანების დანართი №2-ით � ,,სატვირთო საბაჟო დეკლარაცია�), საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.�;
ი) 39-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
კ) 41-ე და 42-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;
ლ) 43-ე და 44-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 43
თუ ფიზიკური პირის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტზე წარდგენილი საქონელი არ ექვემდებარება საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებას ადგილზე, საბაჟო ორგანო ახორციელებს წარდგენილი საქონლის შესაბამისი საიდენტიფიკაციო საშუალებებით ნიშანდებას პირის თანდასწრებით, რის შემდეგაც ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით დამტკიცებული ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით� (შემდგომში � აღრიცხვის მოწმობა) საქონელი და სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაადგილდეს უახლოეს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან საბაჟო საწყობამდე.
��� მუხლი 44
ფიზიკური პირის მიერ საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის წინააღმდეგობის გაწევის, მისი კანონიერი გადაწყვეტილებისა და მოთხოვნის უგულვებელყოფის შემთხვევაში, საბაჟო მოხელე ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ფიზიკური პირის მიერ საბაჟო პროცედურების განუხორციელებლობის ან გაშვებული საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გაუტანლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანო ახორციელებს საქონლის განკარგვას საქართველოს საბაჟო კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად.�;
მ) 451 მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ნ) 451 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�,,2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის ,,ლ.ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის იმპორტის განმახორციელებელი ფიზიკური პირების აღრიცხვა სავალდებულო წესით ხორციელდება ელექტრონულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში, საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის მიერ ,,ფიზიკური პირის შეტყობინებაში� (დანართი №4) მონაცემების შეტანით.�;
ო) 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 49
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას, ცარიელ და მგზავრთა გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე გამოწერილი აღრიცხვის მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის წარუდგენლობის შემთხვევებში, საბაჟო მოხელის მიერ დგება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.�;
პ) 51-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი:
��� �მუხლი 511
უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე, გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე შემოტანა/გატანის აღრიცხვა უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში სათანადო სტიკერის ჩაკვრითა და თარიღდამღის დასმით საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ ხორციელდება ,,უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით, ტვირთის გარეშე გადაადგილების, ასევე მათ მიერ უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით, ტვირთის გარეშე შემოტანა/გატანის აღრიცხვისა და კონტროლის განხორციელების წესის და უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტში ჩასაკრავი სათანადო სტიკერის ფორმის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №38 ბრძანებით დადგენილი წესით.�;
ჟ) 55-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�,,1. აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი. დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში ან საქონლის დროებითი დასაწყობების სხვა ადგილებში.�;
რ) 57-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
ს) 59-ე და მე-60 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 59
1. მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში (ავტობუსები, მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომანქანები) საქონლის აღმოჩენისას (გარდა ტრანზიტული საქონლისა ან მძღოლისა და მგზავრების პირადი ბარგისა და/ან ხელბარგისა), საბაჟო ორგანოები ამ ინსტრუქციის შესაბამისად ახორციელებენ საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში დალუქვას (თუ ასეთი დალუქვა შესაძლებელია) ან საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვას, რის შემდეგაც საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება აღრიცხვის მოწმობით უახლოეს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილამდე.
2. ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებულ მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის განკუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში (ავტობუსები, მიკროავტობუსები და მსუბუქი ავტომანქანები) საქონლის აღმოჩენისას საბაჟო ორგანოები ახორციელებენ ამ სატრანსპორტო საშუალებებში საქონლის დალუქვას (თუ ასეთი დალუქვა შესაძლებელია) და საბაჟო ლუქის ნომრისა და თარიღის სატრანსპორტო დოკუმენტებში მითითებას.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში დალუქვა, საბაჟო ორგანოების მიერ ხორციელდება საქონელზე იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დადება საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, რის შემდეგაც საბაჟო ნიშანდების შესახებ შესაბამისი მონაცემები მიეთითება სატრანსპორტო დოკუმენტში, რაც უნდა დამოწმდეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდით.
��� მუხლი 60
სატრანსპორტო საშუალებათა საერთო წონის, ღერძული დატვირთვის, ტვირთამწეობის, საგაბარიტო პარამეტრების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნული პარამეტრების კორექტირების თაობაზე და ახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ� საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილების შესაბამისად.�;
ტ) 61-ე და 62-ე მუხლები ამოღებულ იქნეს;
უ) 63-ე და 64-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 63
საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ან/და საქონლის გადაადგილებაზე უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან ზოგადი დეკლარირება განახორციელონ საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
��� მუხლი 64
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასვლისას დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის წიგნაკი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისაბმელის არსებობის შემთხვევაში � მისაბმელის) სარეგისტრაციო მოწმობა;
გ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში � აღრიცხვის მოწმობა;
დ) სატვირთო საბაჟო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) თუ დეკლარირებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს � საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.�;
ფ) 64-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 641 მუხლი:
��� �მუხლი 641
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტები � სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-კარნეტის წიგნაკი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევვაში � ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი;
ბ) ან/და ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან მინდობილობა ან წერილობითი დავალება საქონლის ტრანზიტულ მიწოდებაზე;
გ) შესაბამისი ნებართვა ან/და სერტიფიკატი, თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას;
დ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს � საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.�;
ქ) 65-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�,,მუხლი 65
ამ ინსტრუქციის 64-ე და 641 მუხლებში აღნიშნული დოკუმენტების ორიგინალის არარსებობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს მათი ასლები (გარდა ნებართვებისა და ლიცენზიებისა). თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შედგენილია იმ ენაზე, რომელ ენაზეც წარდგენის დასაშვებობასაც არ ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი სახელმწიფო ენაზე.�;
ღ) 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 69
საბაჟო ორგანო საქონლის სატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამატებით სავალდებულო საბაჟო ნიშანდებას ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ კონტროლის გაძლიერების მიზნით. იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) უზრუნველყოფს საქონლის ხელშეუხებლობას ან დამატებითი საბაჟო ნიშანდების შედეგად შესაძლებელია არსებითად გაუარესდეს უკვე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) ხარისხი ან მდგომარეობა დამატებითი ნიშანდება არ ხორციელდება. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში აღრიცხვის მოწმობაში მიეთითება უკვე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) რეკვიზიტები.�;
ყ) 73-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 73
დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით შემოტანილი საქონლის დროს, რომელსაც არ ახლავს შესაბამისი დოკუმენტები, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას. იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშაულება ექვემდებარება საბაჟო ნიშანდებას, რის შემდეგაც სატრანსპორტო საშუალება აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება საბაჟო მოხელის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილამდე.�;
შ) 79-ე მუხლი ამოღებულ იქნეს;
ჩ) 81-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 81
საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საბაჟო კონტროლზე აყვანილი და კონტროლიდან მოხსნილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-6 თავისა და ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების შესაბამისად.�;
ც) 82-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� �მუხლი 82
1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვა ხორციელდება ,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის/ტერიტორიიდან გასვლის აღრიცხვის ჟურნალში� (შემდგომში � ჟურნალი) რეგისტრაციით ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.
2. ჟურნალის ფორმა და მასში მონაცემების შეტანის წესი მტკიცდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. წერილობითი ფორმით ჟურნალი არ იწარმოება სასაზღვრო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე: ,,წითელი ხიდი�, ,,ლაგოდეხი�, ,,სადახლო�, ,,გუგუთი�, ,,ნინოწმინდა� და ,,სარფი�.�;
ძ) 83-ე, 84-ე, 85-ე და 86-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
3. დანართი №3 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები