დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 141 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 101, 16/07/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.10.003.000.782 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №141
2007 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი არველაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი ახალაია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე – რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
რომან დალაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე
ირაკლი ეზუგბაია – შპს ,,საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი
დავით ნატროშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
ზურაბ ნონიკაშვილი – სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ლევან რაზმაძე – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე
გიორგი ყაველაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი
გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები