„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 852
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 123, 12/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.633
  • Word
852
08/10/2009
სსმ, 123, 12/10/2009
040.030.000.22.022.013.633
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.633

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №852

2009 წლის 8 ოქტომბერი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრთან მიერთების გზით რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმი საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრთან მიერთების გზით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის უფლებამონაცვლეს.

3. ეთხოვოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური რესურსების, მატერიალური რესურსებისა და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ქუთაისის №2 პროფესიული სწავლების ცენტრმა უზრუნველყოს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება.

6. ამ ბრძანებით გათვალისწინებულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2009 წლის 1 დეკემბრამდე.

 7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. ქუთაისის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2004 წლის 27 ოქტომბრის №219 ბრძანება.

8. ბრძანება, გარდა მე-7 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

9. ამ ბრძანების მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბერს.

ნ. გვარამია