დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 838 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 06/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.623 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.623
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №838
2009 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხ: 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების 223 მუხლის პირველ და 11 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. გადაყვანის წესით სტუდენტთა ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ, შესაბამისი სასწავლო წლის 10 ოქტომბრამდე ან სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე.
11. გადაყვანის წესით არააკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შესაძლებელია კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის 10 ოქტომბრამდე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები