დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის №585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 644 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 02/10/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.110.000.22.038.013.613 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.013.613
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის ბრძანება №644
2009 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის №585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის №585 ბრძანებით (სსმ III, 18.09.2009 წ., №114, მუხ.1305) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 7 დღის ვადაში ეცნობება მსჯავრდებულს და იმ პირს, ვინც შუამდგომლობით მიმართავს მუდმივმოქმედ კომისიას.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები