დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 641 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 119, 02/10/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.013.611 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.013.611
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №641
2009 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შენახვის რეჟიმის და დაშვების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 მაისის №301 ბრძანებით (სსმ III, 13.05.05წ., №56, მუხლი 618) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომელი – საჯარო მოსამსახურე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში;“.
ბ) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) საგადასახადო ორგანოები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მისი ტერიტორიული ორგანოები და განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფები.“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საგადასახადო ორგანო, მისი თანამდებობის პირი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემთა საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე იმ პირთა შესახებ, რომლებიც კანონით იდევნებიან საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის;
გ) სასამართლოს – გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით;
დ) სხვა სახელმწიფოების საგადასახადო ორგანოებს – საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად;
ე) აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სტატისტიკის დეპარტამენტს – საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების ერთობლივი ბრძანების შესაბამისად;
ზ) საქართველოს კონტროლის პალატას – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ,, საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები