,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 119, 02/10/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.013.604
  • Word
1187
29/09/2009
სსმ, 119, 02/10/2009
010.240.030.22.034.013.604
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.034.013.604

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1187

2009 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში დამატების და ცვლილების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ნუსხის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 ივლისის №304 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 აგვისტოს №509 ბრძანებულების და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-11 პუნქტის ა“ და ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 6 იანვრის №9 ბრძანებით (სსმ III, 13.01.2006, №5, მუხ. 37) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ც“ ქვეპუნქტი:

ც) გასცეს საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაკთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწარმოსთვის შესაბამისი ოდენობის და სახეობის აირწინაღის იმპორტის აუცილებლობის დამადასტურებელი დასკვნა.“.

2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18.

სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენციას წარმოადგენს:

ა) ქვეყნის მასშტაბით შესაძლო საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათი შედეგების შერბილების, ლიკვიდაციის ღონისძიებათა ორგანიზება და კოორდინირება;

ბ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეთანხმებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება;

გ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული დასკვნის მომზადება;

დ) საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მუშაკთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საწარმოსთვის შესაბამისი ოდენობის და სახეობის აირწინაღის იმპორტის აუცილებლობის დამადასტურებელი დასკვნის მომზადება.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი