დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/07/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 97, 10/07/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.020.10.003.000.779 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №138
2007 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) ,,საქართველოს ზღვისპირეთში ქიმიური წარმოების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 26 მარტის №60 დადგენილება;
ბ) ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სალიკვიდაციო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 იანვრის №2 დადგენილება;
გ) ,,ქ. თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ღონისძიებათა განმსაზღვრელი უწყებათაშორისი კომისიისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 11 აგვისტოს №67 დადგენილება;
დ) ,,საქართველოს სამოქალაქო რეესტრის რეფორმის სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №46 დადგენილება;
ე) ,,ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის თაობაზე საქართველოს პოზიციის შემუშავებისა და ევროპის მხარესთან მოლაპარაკებისათვის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 ივლისის №112 დადგენილება;
ვ) ,,პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 მაისის №90 დადგენილება;
ზ) ,,ათასწლეულის განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამთავრობო მუდმივმოქმედი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 მარტის №7 დადგენილება;
თ) ,,ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) წევრად შესვლისას საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 მაისის №95 დადგენილება;
ი) ,,საქართველოს რესპუბლიკის სიხშირეთა განაწილების სახელმწიფო კომისიის შექმნისა და საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე რადიოელექტრონულ საშუალებათა ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 19 სექტემბრის №675 დადგენილება;
კ) ,,გადაუდებელ ნაპირსამაგრ სამუშაოთა განმსაზღვრელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 ნოემბრის №197 დადგენილება;
ლ) ,,გენდერული თანასწორობის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 ივნისის №109 დადგენილება;
მ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაკოორდინირებელი კომისიის შექმნისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 27 ივლისის №108 დადგენილება;
ნ) ,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მოსამზადებლად სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მაისის №87 დადგენილება;
ო) ,,სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 11 აპრილის №204 დადგენილება;
პ) ,,საქართველოს რესპუბლიკის სავალუტო კონტროლის კომისიის დებულების შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 1 სექტემბრის №661 დადგენილება;
ჟ) ,,საგანგებო სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 იანვრის №2 დადგენილება.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები