დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 815 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 30/09/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.22.022.013.601 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.601
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №815
2009 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარმოდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 სექტემბრის №725 ბრძანებით (სსმ III, 04.09.2009 წ., №109, მუხ.1251)
დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აბიტურიენტებს/მაგისტრანტობის კანდიდატებს/სტუდენტებს უფლება აქვთ განცხადებით მომართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), საქართველოში ბოლო ჩამოსვლიდან 2 წლის განმავლობაში.“;
ბ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აბიტურიენტს/მაგისტრანტობის კანდიდატს/სტუდენტს უფლება აქვს ამ წესით დადგენილი პროცედურების თაობაზე მიმართოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.“;
გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის მე-6-მე-11 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს შესაბამისი სამსახური და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 10 თვისა.“;
დ) მე–3 მუხლს დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11 . თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისია, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.“;
ე) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებთან ამოწმებს „საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა/სტუდენტთა დოკუმენტების შემსწავლელი კომისია” (შემდეგში – კომისია), რომელიც შედგება 7 წევრისაგან.“;
ვ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები.
ზ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კომისია, ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, სამინისტროში შემოტანილ განცხადებას იხილავს განცხადების შემოტანიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.“;
თ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები;
ი) მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. კომისია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით განცხადების განხილვიდან არა უგვიანეს 7 დღისა, მინისტრს წარუდგენს რეკომენდაციას. მინისტრი კომისიის მიერ რეკომენდაციის წადგენიდან 7 დღის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს გადაწყვეტილებას აბიუტუნიენტის/მაგისტრანტობის კანდიდატის/სტუდენტის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დაწესებულებაში სწავლის თაობაზე. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის დაწესებულებას, ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და აისახება რეესტრში.“;
კ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისია უფლებამოსილია, სამინისტროში შემოტანილი განცხადებების განხილვისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში და მხოლოდ სათანადო დასაბუთებით, იხელმძღვანელოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით, ასევე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე.“;
ლ) ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები