„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 633
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 28/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.013.587
  • Word
633
25/09/2009
სსმ, 117, 28/09/2009
010.320.010.22.033.013.587
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.013.587

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 633

2009 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 348) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

,,ი) ადმინისტრირების დეპარტამენტი.“.

2. მე-7 მუხლის ,,თ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

,,ი) ადმინისტრირების დეპარტამენტი:

ი.ა) ადმინისტრირების ღონისძიებების სამმართველო;

ი.ბ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ღონისძიებათა სამმართველო.“.

4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

     „მუხლი 151. ადმინისტრირების დეპარტამენტი

1. ადმინისტრირების ღონისძიებების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

ბ) ვადაგადაცილებულ დავალიანებათა აღრიცხვა და ანალიზი;

გ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების აღრიცხვა-ანალიზი;

დ) მარეგისტრირებელ ორგანოებს/საბანკო დაწესებულებებსა და შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის უზრუნველყოფა;

ე) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე საწარმოების (ორგანიზაციების) მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის;

ვ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მიერ მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;

ზ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზირებული ორგანოებიდან მათ მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და ანალიზი;

თ) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სხვა სპეციალიზებული ორგანოებიდან წარმოდგენილი ინფორმაციების მიღება და ანალიზი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

2. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ღონისძიებათა სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების პროცედურების ორგანიზება და აუქციონის ჩატარება;

ბ) აუქციონის გზით რეალიზებულ ყადაღადადებული ქონებაზე გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ სერტიფიკატის გაცემა;

გ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ინფორმირება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ,,საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ამოქმედებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი