დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 631 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 28/09/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/05/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.040.22.033.013.585 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.585
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №631
2009 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 15 აპრილის №239 ბრძანებით (სსმ III, 21.04.09, №48, მუხლი 547) დამტკიცებული დანართი №2-ის 13.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,13.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატი
სამსახურის უფროსის აპარატი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტი
მომსახურების დეპარტამენტი
მეთოდოლოგიის დეპარტამენტი
საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი
სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი
ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი
ადმინისტრირების დეპარტამენტი.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ,,საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ამოქმედებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები