„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 630
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 28/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.584
  • Word
630
25/09/2009
სსმ, 117, 28/09/2009
010.240.030.22.033.013.584
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.013.584

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №630

2009 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 მაისის №289 ბრძანებით (სსმ III, 11.05.09, №57, მუხლი 646) დამტკიცებული დანართი №1-ის 11.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,11.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატი:

 სამსახურის უფროსის აპარატი – საორგანიზაციო სამმართველო; სატელეფონო ცენტრი

 ადმინისტრაციული დეპარტამენტი – საფინანსო სამმართველო; კადრების სამმართველო; სამეურნეო სამმართველო; საქმისწარმოების სამმართველო

      იურიდიული დეპარტამენტი – ექსპერტიზის სამმართველო; სასამართლო დავების სამმართველო; საჩივრების სამმართველო; ადმინისტრირების სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

      მომსახურების დეპარტამენტი – არაპირდაპირი გადასახადის სამმართველო; გადამხდელთა მომსახურების სამმართველო; სათამაშო ბიზნესის რეგულირების სამმართველო; გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარების სამმართველო

      მეთოდოლოგიის დეპარტამენტი – დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო; პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველო

      საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი – საბაჟო დამუშავების ოპერაციების მონიტორინგის სამმართველო; ოპერატიული მართვის სამმართველო; ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო; სპეციალური საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო

      სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო; სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველო; ფინანსური ექსპერტიზის სამმართველო

 ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი – რისკების მართვის სამმართველო; სტატისტიკის და ანალიზის სამმართველო

 ადმინისტრირების დეპარტამენტი – ადმინისტრირების ღონისძიებების სამმართველო; ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ღონისძიებათა სამმართველო.“

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ,,საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ამოქმედებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი