,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 628
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 28/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.582
  • Word
628
25/09/2009
სსმ, 117, 28/09/2009
190.040.000.22.033.013.582
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.582

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 628

2009 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1229 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1875) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) ახორციელებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს გადასახადის გადამხდელის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენებით, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით, ქონებაზე ყადაღის დადებით, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებით;“.

2. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1“ და 2“ ქვეპუნქტები:

1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას;

2) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ამოქმედებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი