დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 624 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 28/09/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.010.000.22.033.013.578 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.010.000.22.033.013.578
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №624
2009 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის №55 ბრძანებით (სსმIII, 22.01.08, №9, მუხლი 104) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს გადასახადის გადამხდელის ქონების მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენებით, მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით, ქონებაზე ყადაღის დადებით, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საუ-რავისა და ჯარიმის თანხების ჩამოწერით, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღებით და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებებით;“.
2. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა 1 “ და ,,ა2“ ქვეპუნქტები:
,,ა1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ახორციელებს გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას;
ა2) გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ,,საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ამოქმედებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები