დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 619 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 117, 28/09/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.010.000.22.033.013.573 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.013.573
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №619
2009 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებით (სსმ III, 22.03.05, №32, მუხლი 306) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საგადასახადო ორგანოდან წარმოდგენილ მასალებს, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტი ერთი თვის ვადაში განსახილველად წარუდგენს შემოსავლების სამსახურის სათათბირო საბჭოს, რომელიც წარმოდგენილი მასალების ამ მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, 10 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დავალიანების ჩამოწერის ან ჩამოწერაზე უარის შესახებ.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის საგადასახადო ორგანოს მომართვის) საფუძველზე შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების აღდგენის საფუძვლების თაობაზე და წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფროსს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე გამოცემული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) ბათილად ცნობისა და ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულებების განახლების თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ,,საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 სექტემბრის №158 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების ამოქმედებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები