,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/07/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 10/07/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.776
  • Word
135
04/07/2007
სსმ, 97, 10/07/2007
010.240.030.10.003.000.776
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №135

2007 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის, 89-ე მუხლის 31 პუნქტისა და ,,ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დებულების დამტკი-ცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივნისის №398 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში სამინისტრო:

ა) უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას;

ბ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნას;

გ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე პროცესებს;

დ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს მისი განვითარების პროგნოზირებას;

ე) ახორციელებს სახელმწიფო ენობრივ პოლიტიკას, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის სწავლებასა და განვითარებას, თვალყურს ადევნებს მის სწორ გამოყენებას;

ვ) ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს;

ზ) ახორციელებს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირებას;

თ) იღებს გადაწყვეტილებას ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწსებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს;

ი) აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს – პროფესიული სწავლების ცენტრებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს;

კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;

ლ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან;

მ) უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების შესახებ ნორმატიული აქტების შესრულებას;

ნ) ატარებს სახელმწიფო პოლიტიკას შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის სფეროში;

ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს და ამტკიცებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

პ.ა) მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებას;

პ.ბ) მასწავლებლობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნიმუშს;

პ.გ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციის და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;

პ.დ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;

პ.ე) მასწავლებლის უფლების მოპოვებისა და განახლების საფასურის ოდენობას;

პ.ვ) მასწავლებლის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

პ.ზ) მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის პროფე-სიულ სტანდარტებს;

პ.თ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას;

პ.ი) მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის პროფესიული ეთიკის კოდექსს;

პ.კ) პროფესიული ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში მასწავლებლის, აგრეთვე სახელობო განათლების მასწავლებლის/ინსტრუქტორის მიმართ განსახორციელებელი დისციპლინური წარმოების წესს;

პ.ლ) სახელობო განათლების მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის შემუშავების წესს;

ჟ) ამტკიცებს სახელობო საგანმანათლებლო სტანდარტს და სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამებს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული პროფესიული სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს არაფორმალური გზით მიღებული სახელობო განათლების ატესტაციის წესსა და პირობებს;

რ) შეიმუშავებს პროგრამებს პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით;

ს) ადგენს პროფესიული განათლების კრედიტების გაანგარიშების წესს, აკრედიტებულ პროფესიული სწავლების ცენტრში პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვის წესსა და ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;

ტ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს;

უ) უზრუნველყოფს პედაგოგთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ფ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;

ქ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;

ღ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ყ) შეიმუშავებს განათლების სისტემის, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;

შ) პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ამ დებულების მე-4 მუხლის ,,გ.ბ“, ,,გ.ე“, ,,გ.ზ“, ,,გ.თ“ და ,,გ.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დირექტორის/თავმჯდომარის კანდიდატურას, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მე-4 მუხლის ,,გ.ა“, ,,გ.გ“, ,,გ.დ“ და ,,გ.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაწესებულებების ხელმძღვანელებს, გარდა ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა;

ჩ) ადგენს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;

ც) ამტკიცებს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;

ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;

წ) ამტკიცებს რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესს;

ჭ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;

ხ) ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/სერტიფიკატის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას;

ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:

ჯ.ა) უცხოეთში მიღებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარების წესსა და პირობებს;

ჯ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის წესსა და პირობებს;

ჯ.გ) პროფესიული სწავლების ცენტრის აკრედიტაციის დებულებას;

ჯ.დ) სახელობო განათლების მასწავლებლისა და ინსტრუქტორის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის კრიტერიუმებს;

ჯ.ე) მასწავლებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან;

ჰ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების ეროვნულ გეგმას, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანამიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;

1) სამეცნიერო აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;

2) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;

3) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით), ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურით და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;

4) აწარმოებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა, ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა რეესტრს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა, საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრს და განსაზღვრავს მათი წარმოების წესს, რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მათი მოვალეობის შემსრულებელ მოადგილეებს, მოვალეობის სხვა შემსრულებლებს, სამეურვეო საბჭოს წევრებს და ადგენს მათი რეგისტრაციის წესს;

5) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას;

6) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს;“;

გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს;“;

დ) მე-4 მუხლის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ბ) გამოცდების ეროვნული ცენტრი;“;

ე) მე-4 მუხლის ,,გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ვ) საგანმანათლებლო, მათ შორის პროფესიული სწავლების ცენტრები, სააღმზრდელო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები;“;

ვ) მე-4 მუხლის ,,გ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.თ) განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი;”;

ზ) მე-4 მუხლს დაემატოს ,,გ.კ“ ქვეპუნქტი:

,,გ.კ) ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი);“;

თ) 41 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს ,,გ1“ ქვეპუნქტი:

,,გ1) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება.“;

ი) მე-7 მუხლს დაემატოს მე-3 და მე-4 პუნქტები:

,,3. 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების დამტკიცებას, სახელმწიფო კონტროლს, რეორგანიზაციას ან/და ლიკვიდაციას, მისი დირექტორის დანიშვნას და გათავისუფლებას.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – პროფესიული სწავლების ცენტრი დააფუძნოს 2010-2011 სასწავლო წლის დასაწყისიდან, ხოლო კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება – 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი