დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 592 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 116, 24/09/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.020.020.22.038.013.564 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.020.22.038.013.564
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №592
2009 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №156 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 16 აპრილის №156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 28.04.2009, №51, მუხ.580) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საორგანიზაციო სამმართველო.“.
4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9
საორგანიზაციო სამმართველოს ძირითადი ფუნქციები და ამოცანები:
ა) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომების ოქმების წარმოება;
ბ) სამინისტროში გამართული სათათბირო სხდომების ოქმების, დავალებების შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა;
გ) საპროტოკოლო საქმიანობით უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროში შემოსული უცხოენოვანი კორესპონდენციის ქართულ ენაზე თარგმნის უზრუნველყოფა;
ე) ხელმძღვანელობის დავალების შესაბამისად სათანადო დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები