„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 18/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.013.547
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
583
17/09/2009
სსმ, 114, 18/09/2009
100.110.000.22.038.013.547
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/09/2009 - 15/10/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.013.547

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №583

2009 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

“პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 671 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 დ. შაშკინი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლებამოსილებას, მისი შექმნისა და საქმიანობის წესს.

2. საბჭოს მიზანია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე რეკომენდაციების, წინადადებების წარდგენა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრების კანდიდატის შერჩევა.

3. საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

    მუხლი 2. საბჭოს კომპეტენცია

 საბჭო უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს და საქართვლოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს (შემდგომში – მინისტრს) წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით;

ბ) განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები;

გ) არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან შეარჩიოს და დასამტკიცებლად წარუდგინოს მინისტრს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის ერთი კანდიდატურა;

დ) საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებთან;

ე) განახორციელოს მინისტრის მიერ მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.

    მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა

1. საბჭო შედგება 7 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

    მუხლი 4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

 საბჭოს წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) საბჭოს სხდომის, არასაპატიო მიზეზით, ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

გ) მინისტრის მოტივირებული გადაწყვეტილება ან საბჭოს რეკომენდაცია;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება;

ე) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ვ) გარდაცვალება.

    მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის წესი

1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საბჭო თავისი შემადგენლობიდან, ერთი წლის ვადით, ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

2. საბჭოს სხდომას იწვევს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება ორ თვეში ერთხელ. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის, მინისტრის ან საბჭოს არანაკლებ სამი წევრის მოთხოვნით.

3. საბჭოს სხდომას, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში წარმართავს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საბჭოს სხვა წევრი.

4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. საბჭოს თითოეული წევრი უფლებამოსილია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსიროს საკუთარი აზრი საბჭოს სხდომის ოქმში შეტანით.

5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

6. საბჭოს სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე.

    მუხლი 6. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთაგან სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრის შერჩევის წესი

1. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისათვის, ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას.

2. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების გასვლამდე 15 დღით ადრე საბჭო აცხადებს ვაკანსიას.

3. არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმანეთში კონსულტაციებისა და შეთანხმების შედეგად, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, საბჭოში წარადგენენ სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის სამი წევრის კანდიდატურას. იმ შემთხვევაში, თუ კონსულტაციების შედეგად შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, არასამთავრობო ორგანიზაციას უფლება ენიჭება დამოუკიდებლად წარადგინოს ერთი წევრის კანდიდატურა.

4. კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღის ვადაში საბჭოს მიერ შეირჩევა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის ერთი კანდიდატი, რომელიც სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრის უფლებამოსილების გასვლამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა წარედგინება მინისტრს დასამტკიცებლად.

5. იმ შემთხვევაში, თუ მინისტრი არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატურას, საბჭოს მიერ მინისტრს წარედგინება სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წევრობის ახალი კანდიდატურა.