,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 601
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 18/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.537
  • Word
601
17/09/2009
სსმ, 114, 18/09/2009
190.040.000.22.033.013.537
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.537

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №601

2009 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებით (სსმ III, 29.11.07, №169, მუხლი 1887) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადგილსამყოფელია ქ. რუსთავი, 3700, კოსტავას გამზირი №36.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის სამართლებრივი აქტები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და სხვა სამართლებრივი აქტები.“.

3. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაცია;

ბ) იურიდიული სამმართველო;

გ) მომსახურების სამმართველო;

დ) კონტროლის სამმართველო;

ე) იძულებითი ღონისძიებების სამმართველო;

ვ) საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველო;

ზ) საბაჟო გამშვები პუნქტები „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი“, „ახკერპი“, „გუგუთი“ და „მტკვარი“.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) ხელმძღვანელობს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;“.

5. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) საქმისწარმოებას – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად;

ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;

დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდენციების მოძრაობაზე;

ე) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;

ვ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა საქმეების რეგისტრაციას, ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებას და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;

ზ) ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადებას, აწარმოებს მათი პირადი საქმეების შედგენას და შრომის წიგნაკების აღრიცხვას;

თ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;

ი) კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;

კ) წარადგენს შესაბამის ნაერთ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.

    მუხლი 9. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომლებს უწევს იურიდიულ კონსულტაციებს, აცნობს ახალ ნორმატიულ აქტებს და ცვლილებებს კანონმდებლობაში;

ბ) მონაწილეობს საგადასახადო, საბაჟო და სხვა სახის სასამართლო დავებში;

გ) მონაწილეობს საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

დ) მონაწილეობს სასამართლოსა და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილულ დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;

ე) აწარმოებს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებულ საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმებზე ამზადებს ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის გადაწყვეტილების პროექტებს შესაბამისი დარიცხვის/არდარიცხვის განხორციელების თაობაზე;

ვ) მოწოდებული სათანადო ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს გადასახადის/საგადასახადო სანქციის თანხის დარიცხვის/არდარიცხვის შესახებ;

ზ) იძულებითი ღონისძიებების სამმართველოდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით ამზადებს შუამდგომლობებს სასამართლოში წარსადგენად მოვალის ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის მოთხოვნის თაობაზე და მონაწილეობს ამ შუამდგომლობების განხილვაში;

თ) სასამართლოში წარსადგენად ამზადებს შუამდგომლობებს მეწარმე სუბიექტის სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების უფლების მოპოვების მოთხოვნის თაობაზე;

ი) შემოწმების აქტის საფუძველზე უზრუნველყოფს:

ი.ა) შემოწმების აქტის განხილვის სხდომის მომზადებას;

ი.ბ) სათანადო გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას გადასახადის/საგადასახადო სანქციის თანხის დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ და გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის/მოადგილისათვის წარდგენას, ხოლო აქტით დარიცხული თანხის ოდენობის შესაბამისად, შემოწმების მასალების ქვემდებარეობის მიხედვით, შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაგზავნას;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფორმით უზრუნველყოფს „საბაჟო შეტყობინების“ მომზადებას;

ლ) დადგენილი წესით აწარმოებს საბაჟო სამართალდარღვევების აღრიცხვას.“.

6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოებს გადასახადის გადამხდელების/ვალდებული პირების ბარათებზე საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვას და აღრიცხვას გადასახადების სახეების მიხედვით;“;

ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემედეგი რედაქციით:

„კ) ადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშებს;“.

7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ ქვეპუნქტი:

„მ1) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის/ვალდებული პირის მიერ საბაჟო დამუშავების ოპერაციების მიზნით დეპოზიტზე განთავსებული თანხის ხაზინის შესაბამის ანგარიშზე გადატანას;“.

8. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების/ინფორმაციის შედგენას და შემდგომი რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნას იურიდიული სამმართველოსათვის;“.

9. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელებთან/ვალდებულ პირებთან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარების აქტების გაფორმებას;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს საგადასახადო/საბაჟო დავალიანებების არსებობის/არარსებობის შესახებ ცნობების გაცემას;“.

10. 101 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 101. კონტროლის სამმართველო

1. კონტროლის სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახდენს სახელმწიფო/საგადასახადო რეგისტრაციის/აღრიცხვის გარეშე მომუშავე პირთა გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ბ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ ზედამხედველობას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

გ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გამოკვლევას ქრონომეტრაჟის ჩატარებით, საკონტროლო შესყიდვით, გადასახადის გადამხდელის ტერიტორიების დათვალიერებით და ინვენტარიზაციით;

დ) ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების და მიწოდების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ე) აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის მიზნით, ახორციელებს საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ გადასახადის გადამხდელებზე აღმრიცხველი მოწყობილობებისა და სათავსების დალუქვას, დამატებითი აღმრიცხავი ტექნიკური საშუალებების დაყენებას და მის კონტროლს, დაზიანების შემთხვევაში ახდენს ლუქის ახსნას, მათ ხელახლა დალუქვას და ადგენს ამ მიზნით შემუშავებულ შესაბამისი ფორმის აქტებს. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში ახდენს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლას;

ვ) უზრუნველყოფს საგადასახადო, საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმებას და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში, ჯარიმის შეფარდებას;

თ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოფს ლატარიის და წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორის მიერ შექმნილი კომისიის თავმჯდომარის/წარმომადგენლის მივლინებას;

ი) ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;

კ) ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, ასევე, საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს;

ლ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში ახორციელებს საგადასახადო შემოწმების აქტის შედგენას;

მ) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას;

ნ) განაზოგადებს შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს, განზოგადებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავებს რისკის კრიტერიუმებს და ახორციელებს საგადასახადო შემოწმებების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას;

ო) ახორციელებს შემოსავლებისა და გადასახადით დასაბეგრი სხვა ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას;

პ) ახორციელებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა) დამუშავება-ანალიზს, რისკის ფაქტორების განსაზღვრას, საბაჟო მონაცემების დამუშავებას და მათ შედარებას საგადასახადო მონაცემებთან;

ჟ) ახორციელებს საქმიანობის მიხედვით გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის ანალიზს და რისკის ფაქტორების განსაზღვრას, ამ სფეროში გადამხდელთა ბრუნვებისა და შემოსული გადასახადების ანალიზს;

რ) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის დავალებების შესაბამისად შეიმუშავებს სხვა ანალიტიკურ ინფორმაციას;

ს) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

2. კონტროლის სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას მოცემული პერიოდისათვის ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.

    მუხლი 11. იძულებითი ღონისძიებების სამმართველო

იძულებითი ღონისძიებების სამმართველო, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) აწესებს კონტროლს გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;

ბ) ახორციელებს ღონისძიებებს იმ გადასახადის გადამხდელთა გამოვლენის მიზნით, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადის გადახდას;

გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საგადასახადო და საბაჟო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს;

დ) განიხილავს საგადასახადო და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების საკითხს, ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს, აწესებს კონტროლს ვალდებულების შეჩერების თაობაზე ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადაწყვეტილებათა შესრულებაზე და მათი დარღვევის შემთხვევაში, სათანადო რეაგირების განსახორციელებლად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს;

ე) განიხილავს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის და გადასახდების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ხელმძღვანელობას წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;

ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას და ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) იურიდიული სამმართველოსათვის გადაცემას;

ზ) ახორციელებს ზოგად ანალიტიკურ პროცედურებს, განაზოგადებს მიღებულ ინფორმაციას, უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრებას და მათი შედარებითი და კრებსითი ანალიზის განხორციელებას;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“.

11. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველო

საბაჟო დამუშავების ოპერაციების და საბაჟო კონტროლის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელება, მათი შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისა და ამ რეჟიმის დასრულების მიზნით:

ა.ა) დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენის პირობებისა და ვადების შემოწმება (მათ შორის, სააღრიცხვო მოწმობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – სხვა საბაჟო დოკუმენტებით განსაზღვრული ვადებისა და მარშრუტის დაცვის შემოწმება; ავარიისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოში საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიტანის ვადების დარღვევის შემთხვევაში – სათანადო მტკიცებულებებისა და საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემოწმება; საპატრულო პოლიციის მიერ საგზაო წესების დარღვევის, ან/და საბაჟო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე გაკეთებული აღნიშვნის საფუძველზე, შესაბამისი სახდელის აღსრულების მდგომარეობის შემოწმება (მაგალითად, ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში – გადახდის ქვითრის არსებობის შემოწმება);

ა.ბ) დეკლარაციისა და თანდართული საბუთების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის შემოწმება (მათ შორის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის და საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საბაჟო გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება);

ა.გ) საბაჟო პროცედურების და საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელება;

ა.დ) სახელმწიფო კონტროლის სხვა სახეების კოორდინაცია;

ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანასთან ან გატანასთან და საბაჟო რეჟიმში მოქცევასთან დაკავშირებული პირობების დაცვის შემოწმება;

ა.ვ) საბაჟო შეღავათების გამოყენების საფუძვლიანობის შემოწმება;

ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო გადასახდელების დარიცხვა, ბიუჯეტში მათი დროული და სრული აკუმულირების უზრუნველყოფა;

ბ) დადგენილი წესით საბაჟო გადასახდელების მონაცემთა აღრიცხვა;

გ) საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სისტემატური კონტროლი შესაბამისი საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული პირობებისა და ვალდებულებების, აგრეთვე, საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების მიზნით;

დ) საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა-აღკვეთა, კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაბამისი ოქმების შედგენა, ინფორმაციის ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სათანადო სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის მიწოდება;

ე) საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელების წესის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული კამერალური საბაჟო შემოწმების, მიმდინარე კონტროლის და დაკვირვების პროცედურების განხორციელება;

ვ) ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

ზ) ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებული სასაზღვრო საბაჟო ორგანოების მიერ გამოწერილი ან კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შესაბამისი პირველი და მეორე პირის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოწმობა კონტროლიდან იხსნება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე) მიღება, აღრიცხვა, შენახვა და დადგენილი წესის შესაბამისად, არქივში გადაცემის მიზნით დამუშავება. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისათვის დადგენილი ვადებისა და პირობების დარღვევის ფაქტებზე საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებული რეაგირების ღონისძიებების ორგანიზაცია, ამ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

თ) მონიტორინგის განხორციელება ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) დაქვემდებარებულ სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში წარდგენილი საქონლის გადაადგილებაზე, საბაჟო ვალდებულების დაფარვის გარანტიებზე (საბანკო გარანტია, დაზღვევა, დეპოზიტი და სხვა), მათ შესრულებასა და გაუქმებაზე, თანხების ჩამოჭრაზე;

ი) ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მდებარე ღია ან/და დახურული საბაჟო საწყობების, დროებითი შენახვის ღია ან/და დახურული საწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების კოორდინაცია, სანებართვო პირობებთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება და ნებართვის გამცემი ორგანოს ინფორმირება;

კ) საბაჟო ორგანოების მიერ სახელმწიფო ფიტოსანიტარული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, შეზღუდულად ბრუნვადი მასალების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების და რადიაქტიული ნარჩენებისა და მინერალების (წიაღისეულის), გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობების, სამხედრო-საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალის, იარაღის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების, საქართველოს კულტურულ ფასეულობათა, სავალუტო კონტროლის და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების კოორდინაცია, მათი განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო ორგანოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა. ზემოაღნიშნული სახეობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოების მოხელეთა და მათზე გადაცემული სპეცტექნიკის აღრიცხვა, ამ კუთხით საბაჟო ორგანოების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღება-დამუშავება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოებში არსებული ინფორმაციის ელექტრონულად მიღების, გაცემისა და დამუშავების ტექნიკისა და ლოკალური ქსელის მომსახურება;

მ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების სტატისტიკის წარმოება, მონაცემთა ელექტრონული და არაელექტრონული ბაზების ოპერატიული განახლების კოორდინაცია და სისტემატიზაცია;

ნ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის დადგენილი წესით და ფორმით ინფორმაციის მიწოდება;

ო) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

12. 131 მუხლი ამოღებულ იქნეს.

13. მე-14 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპეტენციის ფარგლებში, საბაჟო საზღვარზე საბაჟო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმების შედგენა და განხილვა, ასევე საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა-აღკვეთა, მათზე სათანადო რეაგირება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილ შემთხვევაში ან „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 5 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სანქციის ადგილზე შეფარდება;“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 21 სექტემბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი