„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1140
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/09/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 17/09/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.22.034.013.534
  • Word
1140
16/09/2009
სსმ, 113, 17/09/2009
010.140.010.22.034.013.534
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.140.010.22.034.013.534

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1140

2009 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი ვიზის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების თანდართული წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო (შემდგომში – სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო) ვიზის ბლანკის დამზადებას, გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ წესის საფუძველზე.

2. ამ წესში მოცემული ცნებები გამოიყენება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობით.

    მუხლი 2. ვიზის ბლანკის დამზადება

1. ვიზის ბლანკი მზადდება, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. ვიზის ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.

3. ვიზის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოდან მიღებული შეფუთული და დალუქული ვიზის ბლანკების შეკვრა მოწმდება და იხსნება სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ.

4. გახსნის შემდეგ მოწმდება შეკვრაში მოთავსებული ვიზის ბლანკების რაოდენობა, მათი ნომრების თანამიმდევრობა და შესაბამისობა სასაქონლო ზედნადებში მითითებულ ნომრებთან და რაოდენობასთან.

    მუხლი 3. ვიზის ბლანკების შენახვა

1. ვიზის ბლანკების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. ვიზის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

3. სათავსი, სადაც ინახება ვიზის ბლანკები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. ვიზის ბლანკები ინახება ამ ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირთან.

5. ვიზის ბლანკის გადაცემა უფლებამოსილ ორგანოს თანამშრომლებზე ხორციელდება ვიზის ბლანკის აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრაციით (დანართი №1).

6. კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ვიზა შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა ორგანომ.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ვიზის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებელი პირები მათზე რიცხული ვიზის ბლანკების ყოველდღიურ ხარჯვასა და მოქალაქეებზე გაცემას აღრიცხავენ „საქართველოს ვიზის ბლანკის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 7 აგვისტოს №155 – №996 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ვიზის სარეგისტრაციო ჟურნალში.

    მუხლი 4. ვიზის ბლანკის ჩამოწერა

1. ვიზის ბლანკი გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. დაბრუნებული, გაუქმებული, დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი ვიზის ბლანკები ჩამოიწერება ჩამოწერის აქტის შესაბამისად (დანართი №2). ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს ჩამოსაწერი ვიზის ბლანკის ექსკლუზიური ნომერი.

3. დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი ვიზის ბლანკის უტილიზაცია ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

ვიზის ბლანკის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა


 

დანართი №2

აქტი №

დაბრუნებული, გაუქმებული, დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი ვიზის ბლან(ებ)ის ჩამოწერის შესახებ

-----------------------------------------------------------------

(აქტის შედგენის ადგილი)

----- -------------- 200 წელი

 

რაოდენობა

ვიზის ბლანკის ინდივიდუალური ნომერი (ნომრები)

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი

ვიზის ბლანკ(ებ)ის ჩამოწერის სისწორეს:

შსს-ს უფლებამოსილი ორგანოს

ხელმძღვანელი /-----------------------/

ვიზის ბლანკების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი /-----------------------/