,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 24 თებერვლის №98 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 24 თებერვლის №98 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 544
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 14/09/2009
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 17/09/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 05/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.013.532
  • Word
544
14/09/2009
სსმ, 113, 17/09/2009
140.080.000.42.047.013.532
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 24 თებერვლის №98 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.42.047.013.532

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის

უფროსის ბრძანება №544

2009 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 24 თებერვლის №98 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1 

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 24 თებერვლის №98 ბრძანებით (სსმ III, 28.02.2006 წ., №27, მუხ.336) დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების სამმართველოს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის უფროსი;

3.  სამმართველოს უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, სამმართველოს უფროსის წარდგინებით, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სამმართველოს საქმიანობას წარმართავს სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე;“.

2. დებულების მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ)   განსაზღვრავს სამმართველოს უფროსის მოადგილეების საზედამხედველო სფეროებს, სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიხედვით;“.

3. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. სამმართველოს უფროსის მოადგილეების კომპეტენცია

1. სამმართველოს უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ სამმართველოს ქვედანაყოფების საქმიანობას სამმართველოს უფროსის მიერ განსაზღვრული საზედამხედველო სფეროების მიხედვით.

2. სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულებისას, სამმართველოს უფროსის მოადგილე მოქმედებს სამმართველოს უფროსის კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამ დებულების მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა.“

    მუხლი 2.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ო. ქველიძე