დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა“ და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შექნის თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №397 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/09/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 14/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360.160.000.22.023.013.529 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.030.000.22.023.013.529
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №32
2009 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა“ და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შექნის თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის №397 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა“ და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შექნის თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 5 ოქტომბრის № 397 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №119. მუხ.1334) და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით შექმნილი მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შექნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას მინისტრის სათათბირო ორგანო – საბჭო (შემდგომში – საბჭო).“;
გ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით შექმნილი მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს დებულება“;
დ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სათათბირო ორგანო – საბჭო“ (შემდგომში – საბჭო) შექმნილია ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით.“
ე) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ვ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ გამოყოფილი გრანტით განსახორციელებელი საქმიანობების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადება.“;
ზ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
თ) ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. სხდომის დღის წესრიგს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტმენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) და ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
6. საბჭოს სხდომების, აგრეთვე სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება ევალება დეპარტამენტს.
7. საბჭო რეკომენდაციებს იღებს სხდომებზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 4 წევრი.
8. საბჭოს რეკომენდაციები ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერს ყველა ის წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა რეკომენდაციის მიღებას. საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი რეკომენდაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.“.
2. ბრძანებას დაემატოს დანართი თანდართული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
დანართი
„ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის“ მიერ საქართველოში სატყეო სექტორის განვითარების პროცესის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით შექმნილი მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს შემადგენლობა
1. პაპუნა ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე (საბჭოს თავმჯდომარე)
2. ნინო თხილავა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
3. იოსებ ქარცივაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსი
4. ნატო კობახიძე – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი
5. ლევან ჯანაშია – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი
6. ირაკლი კახნიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი
7. თენგიზ ურუშაძე – ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები